ფინეთში დაჭრილი ციყვი თავისით მივიდა ვეტერინართან
ფინეთში დაჭრილი ციყვი თავისით მივიდა ვეტერინართან
საოცარი შემთხვევა მოხდა ფინეთის ქალაქ სიპოოში. დაჭრილი ციყვი თვითონ მივიდა ადგილობრივ ვეტერინარულ კლინიკაში და პატარა ცხოველების სპეციალისტს მხარზე ააცოცდა. ექიმმა ჭკვიან პატარას უმკურნალა.

“მოულოდნელად კარში ციყვი შემოვარდა და შარვალზე ამაცოცდა. შევამჩნიე, რომ ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა და ძალაგამოლეული იყო”, - ყვება ვეტერინარი სამული ჰეისკანენი.

მისი სიტყვებით, პატარას ნამდვილად ესმოდა, რომ სიტუაცია განსაკუთრებული იყო და აუცილებლად უნდა მიემართა დახმარებისთვის.

ციყვს შპრიცით დაალევინეს, შემდეგ ვაშლი და მსხალი აჭამეს. დაღლილობამ გაიარა და მან თავი უკეთ იგრძნო.

“ახლა ის თითქოს იღიმება”, - ამბობს ჰეისკანენი.

ვეტერინარი
თვლის, რომ ცხვირიდან სისხლდენის მიზეზი შეიძლება ხის ფუღუროდან გადმოვარდნა ყოფილიყო.
mimi
ჩვენთან დიდპატარიანად დასდევენ ციყვებს... კისტის თოფებით
giorgi
კიდევ კარგი, აქაურ საავადმყოფოში არ შევარდა, თორემ დაზღვევის პოლისს მოთხოვდნენ და სანამ წარმოადგენდა, სისხლისგან დაიცლებოდა.
ლალუკა
ჩემი ევროპელი ციყვუნიები, რა ჭკვიანები არიან, აი ამას ნიშნავს ევროპელობა, ჩვენი ციყვები როდის მივლენ აქამდე.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?