კითხვა ვეტერინარს - კატები
დამატებულია : 14-03-2017
კითხვა: გამარჯობათ, მყავს ახალშობილი კნუტი, რომელიც დედას მოაცილეს, თვალები ჯერ არ აქვს გახელილი, ვაჭმევდი ბავშვის საჭმელს მაგრამ 2 დღეა აღარ ჭამს, ძალით თუ ვაჭმევ ცოტას, რისი ბრალი შეიძლება იყოს ან რა შეიძლება რომ გავაკეთო ამ შემთხვევაში? წინასწარ მადლობა.
პასუხი: გამარჯობა, ახალშობილი ცხოველის გამოზრდა ძალიან რთულია, ყოველი ჭამის შემდეგ ნაზად უნდა გაუკეთოთ მასაჟი მუცლის და გენიტალიების მიდამოებში, რომ შეძლონ მოსაქმება. ამასთანავე კვება სჭირდებათ 3-4 საათში ერთხელ. შესაძლოა კუჭნაწლავის პრობლემა აქვს და ამიტომ დაეკარგა მადა. ბავშვის საჭმლის მაგივრად სჯობს გამოიყენოთ ფორმულა : 0%იანი რძე, 1 ცალი კვერცხის გული და 2 კოვზი თაფლი (შეინახეთ კარგად დახურულ ქილაში, მაცივარში). კვების წინ აღნიშნული მასის მეოთხედი აურიეთ იგივე რაოდენობის ანადუღარ წყალთან ერთად , საკვები შეათბეთ ხელის ტემპერატურამდე და შემდეგ აჭამეთ. იმ შემთხვევაში თუ შენიშნავთ, რომ კნუტს აქვს შეკრულობა და ყაბზობა, კვებისას დაუმატეთ 1 წვეთი ზეითუნის ზეთი ( ეს შეგიძლიათ გააკეთოთ მხოლოდ დღეში ერთხელ). ასევე აუცილებელია სითბოში გყავდეთ, შეგიძლიათ ბოთლში ჩაასხათ ცხელი წყალი, გაახვიოთ ნაჭერში და ჩაუდოთ ყუთში/სადაც გყავთ.
კატეგორიები - კატები
სხვა კითხვები
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?