კითხვა ვეტერინარს - ძაღლები
დამატებულია : 26-08-2016
კითხვა: უკაცრავად 3 თვის ჩიჰუაჰუას მეპატრონე გაწუხებთ ისევ . გასაგებია 3-4 ჯერ უნდა ვაჭამო ვიტამინები მაგრამ არაფრით ჭამს მე 3 ჯერ , აი ვერაფრთ ვაჭმევ და ხორცხი და ქათმის ფილე 1 წლს შემდგომ? თუ ახლაც შეილება? ქათმის ფილეს თ ვაჭმევ სავარაუდოთ არც იმ 2 ჯერ შეჭამს ვიტამინებს და იქნებ. და იქნებ სავარაუდოდ მთხრათ საშაულოდ რამდენი მუჭი საჭმელი შეიცავს 100 კალორიას რომ არ შემეშალოს .
პასუხი: ვიტამინები არა, საკვებზე გითხარით. 3 თვემდე უნდა აჭამოთ თავისუფალი გრაფიკით, ჰქონდეს ჯამში საჭმელი და როცა უნდა მაშინ შეჭამს (სიცხეში არ გაფუჭდეს ოღონდ, გაითვალისწინეთ) . ბუნებრივი საკვები ახლაც შეიძლება, უბრალოდ ახალ საკვებზე გადასვლის წესი (რაც მოგწერეთ) დაიცავით. ყველა საკვები სხვადასხვა რაოდენობის კალორიას შეიცავს, მშრალ საკვებს როცა ყიდულობთ აწერია ხოლმე რამდენი კალორია აქვს, კითხეთ გამყიდველს და იმის მიხედვით უნდა დაიანგარიშოთ. თუ ლეკვი 2 კილოა ე.ი მთელი დღის განმავლობაში 200 კალორია  უნდა მიიღოს.
კატეგორიები - ძაღლები
სხვა კითხვები
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?