კითხვა ვეტერინარს - ძაღლები
დამატებულია : 25-08-2016
კითხვა: ვცხოვრობ ქუთაისში , სამწუხაროთ აქ ვეტერინარული მომსახურება მაღალ დონეზე არ არის ამიტომ ამ ინფორმაციას ვეტერინართან ვერ ვამოწმებ , 4 დღის წინ ვიყიდე ჩიხუახუას 2 თვის ნუ მე 3 თვეშია ახლა ლეკვი , გამყიდველმა მითხრა 1 მუჭი პედიგრი ( სპეციალურად ლეკვების ) მიეცი დღეში სამჯერო , მეც ვაძლევდი მაგრამ 3 ჯერ არ ჭამს დღეში 2 ჯერ ჭამს და მეშინია არ დამისუსტდეს , ავად არ არის მაგრად მესამეჯერ დღეში არაფრით ჭამს და რა ვქნა? და კიდევ პედიგრის გარდა სხვა რა საკვები შეიძლება მივცე რომ არ აწყინოს?
პასუხი: გამარჯობა, 3 თვემდე ასაკის ლეკვი უნდა კვებოთ თავისუფლად - რეჟიმის გარეშე. 3 თვიდან 6 თვემდე რეკომენდირებულია დღეში 3-4ჯერ ჭამა, 6თვიდან 1 წლამდე 2-3ჯერ, ხოლო 1 წლიდან დღეში 2ჯერ. რაც შეეხება საკვების რაოდენობას - 1 წლამდე ასაკის ძაღლის დღიური ნორმა უნდა იყოს 100 კალორია  1 კილოგრამზე (ანუ რამდენი კილოცაა თქვენი ლეკვი იმის შესაბამისად უნდა გადაიანგარიშოთ კალორიების რაოდენობა, რომელიც ძაღლის მშრალ საკვებზე მითითებულია ხოლმე) , 1 წლიდან უკვე 30-40 კალორია 1 კილოგრამზე. საკვები შეგიძლიათ მისცეთ როგორც მშრალი (ე.წ კორმი), ასევე კვებოთ სახლში დამზადებული საჭმელით. მშრალი საკვები უნდა იყოს ხარისხიანი და სწორად შერჩეული, არ უნდა იყოს დაბალკალორიული   და მშრალი. სახლის საკვებიდან შეგიძლიათ აჭამოთ ხაჭო, ბურღულეული, თევზის ფილე, ქათმის ფილე, ძროხის მჭლე ხორცი, ღვიძლი, ბოსტნეული (კარტოფილი, სტაფილო, ბროკოლი,ისპანახი), ხილი. სახლში თუ დაუმზადებთ საკვების 40% უნდა შეადგენდეს ხორცი. როდესაც ძაღლი მიჩვეულია რაღაც კონკრეტულ საკვებს, ახალ საკვებზე გადასვლა უნდა მოხდეს დიდი სიფრთხილით - 1 კვირა: 3/4 ძველი საკვები+1/4 ახალი საკვები (არეული ერთმანეთში)
2კვირა:  1/2 ძველი საკვები+1/2 ახალი
3 კვირა: 1/4 ძველი საკვები+ 3/4ახალი
4 კვირა: უკვე შეგიძლიათ ძველ საკვებთან შერევის გარეშე მისცეთ ახალი საკვები
კატეგორიები - ძაღლები
სხვა კითხვები
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?