ფოტომ, სადაც უპატრონო "შეყვარებული კატები" პოზირებენ, სოციალური ქსელი დაიპყრო
ფოტომ, სადაც უპატრონო "შეყვარებული კატები" პოზირებენ, სოციალური ქსელი დაიპყრო
ინგლისელი ფოტოგრაფის მიერ სტამბოლში გადაღებული "შეყვარებული კატების" ფოტო სოციალურ ქსელში სწრაფად გავრცელდა.

რამდენიმე ხნის წინ ფოტოგრაფი სტამბოლს ესტუმრა და გაოცებული იყო ქუჩაში მცხოვრები კატების რაოდენობით: "როდესაც თურქეთში რამდენიმე კვირით ჩავედი, გაოცებული ვიყავი ქუჩებსა და კაფეებში მობინადრე კატების რაოდენობით. ყველა მათგანი საოცრად თბილი და მეგობრულია."

ცხოველებისა და ღირსშესანიშნაობების გადაღებისას, ფოტოგრაფმა სანაპიროსთან შენიშნა ორი კატა, რომლებიც ერთმანეთს ნაზად ეხუტებოდნენ.

Zooclub

"არასოდეს მინახავს, რომ კატები და ამასთანავე უპატრონო, ერთმანეთთან ასე იქცეოდნენ. კადრები თითქოს დადგმული ჩანს, მაგრამ სრულად ბუნებრივ გარემოში, შემთხვევით გადავიღე.

შეყვარებული კატების ფოტო სოციალურ
ქსელში სწრაფად გავრცელდა. ემოციური ფოტოს ავტორი დარწმუნებულია, რომ კატები არა მხოლოდ გასათბობად ეხუტებოდნენ ერთმანეთს, არამედ
იმიტომ, რომ ისინი ერთმანეთის მიმართ გულწრფელ გრძნობებს განიცდიან.




კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?