უსახლკარო კატამ ომის ვეტერანი თვითმკვლელობისგან იხსნა - ნახეთ საოცარი მეგობრობის ისტორია!
უსახლკარო კატამ ომის ვეტერანი თვითმკვლელობისგან იხსნა - ნახეთ საოცარი მეგობრობის ისტორია!
ომი არასოდეს ჩაივლის უკვალოდ და ჯარისკაცები, რომლებიც ომის ველზე იბრძოდნენ, უკვე ვეღარ დაივიწყებენ იმას, რაც იქ ნახეს.

ბევრ მეომარს, რომლებიც სახლში დაბრუნდნენ, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა აქვს. ისინი ამ საშინელი უხილავი იარით იტანჯებიან და, არც თუ იშვიათად, ცხოვრების აზრს კარგავენ. ასე მოხდა სერჟანდ ჯოშ მარინოს შემთხვევაშიც, რომელიც ერაყში მსახურობდა.
თვითმკვლელობისგან ახალგაზრდა ნამდვილმა საოცრებამ იხსნა…

ჯოშ მარინო ამერიკის შეერთებული შტატებიდანაა. იგი ერაყში მსახურობდა. ერთ-ერთი ოპერაციის დროს მარინოს სიახლოვეს ჭურვი აფეთქდა, მარინო თავში დაიჭრა. ახალგაზრდა სამშობლოში სამკურნალოდ გამოგზავნეს.

Zooclub

თუმცა, ჭრილობის შემდეგ მარინოს პრობლემები შეექმნა მეხსიერებასთან, დასჩემდა თავის
ტკივილები, დაკარგა ყურადღების კონცენტრაცია და დაეწყო პანიკური შეტევები.
ერთ ღამეს ყველაფერი იმდენად ცუდად იყო, რომ
სასოწარკვეთილმა ახალგაზრდამ თვითმკვლელობა გადაწყვიტა.

მან აიღო დანა, დაწერა წერილი, მაგრამ უცებ, ქუჩაში უკანასკნელად მოსაწევად გასვლა გადაწყვიტა.

წვიმის ქვეშ მდგარმა სერჟანტმა უეცრად იქვე ბუჩქებში უცნაური შრიალი გაიგონა, შემდეგ კი საწყალი კნავილი შემოესმა. მოულოდნელად ბუჩქებიდან პატარა შავ-თეთრი კნუტი გამოძვრა, ჯოშთან მივიდა, ფეხზე მიეკრო და კრუტუნი დაიწყო.

Zooclub

მარინო სიცივისგან გათოშილ კნუტს მოეფერა და მწარედ ატირდა... მარტოობამ და სასოწარკვეთამ უკან დაიხიეს…

ჯოშს ნელ-ნელა პრობლემები დაავიწყდა და ფიქრებით თავის პატარა ფუმფულა მეგობარზე გადაერთო.

ყოველდღე ის კნუტს საკვებს უტოვებდა. ისინი თანდათან უფრო მეტ დროს ერთად ატარებდნენ. როგორც კი მარინო ქუჩაში გამოდიოდა, კნუტი მისკენ მირბოდა.

ერთხელ სერჟანტმა თავის მეგობარს საჭმელი მიუტანა, მაგრამ კნუტი აღარ დახვდა და მას მერე აღარ ჩანდა. ამან ძალიან დაადარდიანა მარინო, რადგან კატა მას დეპრესიის დამარცხებაში დაეხმარა და იმის გაგებაში, რომ სიცოცხლე აუცილებელია!

ჯოშმა გაიცნო გოგონა ბეკი და ერთ მშვენიერ დღეს წყვილმა შინაური ცხოველის მოყვანა გადაწყვიტა. ისინი თავშესაფარში წავიდნენ.

Zooclub

მარინო კატების გალიებს შორის დადიოდა და უეცრად ერთ-ერთი გალიიდან ერთმა ფისომ თათი გამოყო და ჯოშს ხელზე გამოსდო.

Zooclub

არ დაიჯერებთ! ეს სწორედ ის კნუტი იყო, რომელმაც მარინოს სიცოცხლე გადაარჩინა! ბეკიმ და ჯოშმა მაშინვე წაიყვანეს კატა სახლში! ახალგაზრდას ბედნიერება უსაზღვრო იყო - მან დაკარგული მეგობარი იპოვა.

Zooclub

ჯოშმა კატას სკაუტი დაარქვა და მას მერე ისინი განუყრელი მეგობრები გახდნენ.
მარინოს ცხოვრება ნელ-ნელა აეწყო, ის ჯარიდან წამოვიდა, ბეკიზე დაქორწინდა, მიიღო უმაღლესი განათლება, გახდა ფსიქოლოგი იმიტომ, რომ თავად დახმარებოდა ომის ვეტერანებს.

მთელი ეს დრო სკაუტი მასთან ერთად იყო.

Zooclub

2011 წლის აგვისტოს სკაუტი ლეიკემიით დაავადდა და ჯოშის ხელებში დალია სული, მაგრამ ის, რაც მან თავისი მეგობრისთვის გააკეთა, მარად დარჩება ჯოშის გულში.

სკაუტის დაკარგვის შემდეგ, ჯოშის მეუღლემ ეს ისტორია “ერთმანეთის გადარჩენის” ორგანიზაციას უამბო, სადაც ადამიანები ყვებოდნენ, თუ როგორ ეხმარებიან მათ ცხოველები ცხოვრების ურთულესი პერიოდის გადატანაში.

მარინო და სკაუტის ისტორიის შესახებ გადაიღეს პატარა ფილმი, რომელსაც ახლა საიტ “ერთმანეთის გადარჩენა”-ზე უჩვენებენ.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?