ხავერდოვანი კნუტები საჰარაში ვიდეოკამერაზე პირველად დააფიქსირეს (+ვიდეო)
მკვლევრებმა ველური ხავერდოვანი კატის კნუტები ფოტო და ვიდეოკამერაზე პირველად აღბეჭდეს. ეს საოცრებები აფრიკაში ცხოვრობენ.

გამოცემა "Metro"-ს ცნობით, ბიოლოგებმა, რომლებიც არაკომერციულ ორგანიზაცია "Panthera"-ში მუშაობენ (იცავენ ველური კატების უფლებებს), საჰარას უდაბნოში, მაროკოს ტერიტორიაზე კნუტები აღმოაჩინეს.

ისინი თვლიან, რომ ნაპოვნი კნუტები 6-8 თვისანი არიან.

ბარხანების კატები აფრიკაში, არაბეთის ნახევარკუნძულზე, ახლო აღმოსავლეთსა და შუა აზიაში ცხოვრობენ.

უდაბნოს კატები ჩვეულებრივ კატებზე პატარა ტანისები არიან. მათი სიმაღლე 24-30 სანტიმეტრი, ხოლო წონა 3.5 კილოგრამია.

2016 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეცნიერებმა პირველად შეძლეს არაბეთის ბარხანების კატებს სისტემატურად დაკვირვებოდნენ.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?