“არა, არ მინდა კიდევ ერთი კატა”, - კატეგორიულად თქვა მამამ, გავიდა დრო…
“არა, არ მინდა კიდევ ერთი კატა”, - კატეგორიულად თქვა მამამ, გავიდა დრო…
მისმა გოგონამ მინდორში 5 მიტოვებული კნუტი იპოვა. ის ორი დღის მანძილზე ელოდა, რომ დედა კატა გამოჩნდებოდა, მაგრამ რადგან არ გამოჩნდა, კნუტები სახლში მიიყვანა. მამამ კატეგორიულად განაცხადა, რომ არავითარი ახალი კატა არ სჭირდებოდათ. ოჯახში აქამდე 14 წლის ზოლიანი კატა ცხოვრობდა და მამა არწმუნებდა ყველას, რომ ეს კატა ოჯახში სრულიად საკმარისი იყო. თუმცა, პატარა კნუტმა, სახელად ბირდიმ, ყველაფერი შეცვალა.

როდესაც გოგონამ კნუტები სახლში მიიყვანა და ოჯახის წევრებმა მათი მოვლა და გამოკვება დაიწყეს, გოგონას მამა იმდენად გაღიზიანდა, რომ კნუტების კალათას ახლოსაც არ ეკარებოდა.

ერთ-ერთ კნუტს სულ სხვა გეგმები ქონდა. პატარა სამფერა კნუტმა, რომელსაც ბირდი დაარქვეს, ოჯახის წევრებიდან მაშინვე
მხოლოდ ერთი ადამიანი - გოგონას მამა აირჩია. მხოლოდ მას დასდევდა, მიუხედავად იმისა, რომ კაცი კნუტს ყოველთვის ერიდებოდა.

და აი, დადგა გარდამტეხი დღე. როდესაც მამას ეძინა, ბირდი მას გულზე ააცოცდა და მისი ნიკაპის ქვემოთ მოხერხებულად მოეწყო.

Zooclub

"მან სულ ახლახანს გაახილა თვალები და აქტიურად დაიწყო ყველაზე თბილი ადგილის ძებნა", - ყვება მამაკაცის ვაჟი.

მას მერე, რაც კნუტი მის გულზე მოკალათდა და აკრუტუნდა, მამაკაცმა მისი გაგდება ვეღარ შეძლო.

Zooclub

იმ დღიდან 3 თვე გავიდა. ყველა კნუტი გარდა ბირდისა საუკეთესო ოჯახებში გააჩუქეს. ამ პატარასთან კი განშორება ოჯახიდან ვერავინ შეძლო, ამიტომ დაიტოვეს.

მას ოჯახის უფროსის გულზე ძილი ძველებურად უყვარს. ის კი ეფერება და კნუტის კრუტუნს უსმენს. მას არც ახსოვს, თუ რა გააფთრებული ეწინააღმდეგებოდა ამ ციცქნას დატოვებას ოჯახში.

Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?