ვიდეოს, სადაც კატა ჰამაკში ნებივრობს, 23 მილიონზე მეტი ნახვა აქვს
ტაილანდში მცხოვრები კატა მიბუნი სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარული გახდა. ის წევს მანქანის მინაზე გაკეთებულ ჰამაკში და მშვიდი მუსიკის ჰანგებზე ნებივრობს.

მიბუნი პატარაობიდან ბავშვის საფენებს ატარებს, რადგან მას შარდის უნებლიე შეუკავებლობა აწუხებს.

Zooclub

ვიდეოს გავრცელებიდან რამდენიმე დღეში 9 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა. მის პროფილს კი 200 000-ზე მეტი მოწონება აქვს.

Zooclub

უნდა აღინიშნოს, რომ კატას ადამიანების სიყვარული მხოლოდ ვიდეო რგოლით არ დაუმსახურებია. მას მძიმე წარსული ჰქონდა. პატრონმა ცხოველი ხუთი წლის წინ ტაილანდის ერთ-ერთ სანაპიროზე ცოცხალმკვდარი იპოვა. გარდა ამისა, კნუტს კანი საშინლად გაღიზიანებული ჰქონდა.

Zooclub

ვეტერინარების შემოწმების შემდეგ, მას შარდის უნებლიე შეუკავებლობა დაუდგინდა, ხოლო კუდის ძირითადი ნერვი დაზიანებული იყო. ექიმების
თქმით, დროთა განმავლობაში ცხოველის უკანა თათები სრულიად პარალიზებული იქნებოდა.

Zooclub

მიუხედავად ამისა, პატრონმა არ დაიშურა  დრო და ენერგია, რათა მიბუნს სრულფასოვანი ცხოვრება ჰქონოდა, თუ არ ჩავთვლით, ბავშვის საფენებით სიარულს.

Zooclub
777
კარგია ასეთი ადამიანები რომ არსებობენ!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?