კატა 9 დღის განმავლობაში 14-მეტრიანი ბოძიდან ვერ ჩამოდიოდა...
კატა 9 დღის განმავლობაში 14-მეტრიანი ბოძიდან ვერ ჩამოდიოდა...
ამერიკის ქალაქი ფრესნო (კალიფორნია), შავ-თეთრი კატის გამო, რამდენიმე საათი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. კატა, სახელად მსუქანი, ელექტროენერგიის ბოძზე აცოცდა და უკან ჩამოსვლა ვეღარ შეძლო. ცხოველი 14 მეტრ სიმაღლეზე 9 დღის განმავლობაში იჯდა.

კატის პატრონები ეცადნენ, ის საკვებით ჩამოეტყუებინათ, მაგრამ უშედეგოდ. ცხოველი საწყლად კნაოდა, მაგრამ ადგილიდან არ იძვროდა. ყოველი შემთხვევისთვის, ბოძის ძირში რბილი ნაჭერი გაშალეს.

Zooclub

ასევე, პატრონებმა დახმარების თხოვნით ყველა სამაშველო სამსახურს მიმართეს. მხოლოდ მეხანძრეები გამოეხმაურნენ. ისინი გამოძახებიდან რამდენიმე წუთში მივიდნენ, მაგრამ ვერაფერი გააკეთეს, რადგან ბოძზე შიშველ სადენებში მაღალი ძაბვის დენი გადიოდა.

Zooclub

საბოლოოდ,
რამდენიმე დღეში ადგილზე ელექტრომონტიორები მივიდნენ. ისინი ბოძზე აცოცდნენ, გამორთეს დენი, რის გამოც 250 სახლი ელექტროენერგიის
გარეშე დარჩა. ამის შემდეგ ელექტრომომარაგების თანამშრომლებმა კატა გალიაში ჩასვეს და მიწაზე დაუშვეს.

Zooclub

ვეტერინარებმა ცხოველი გასინჯეს და დაადგინეს, რომ მას გაუწყლოება ჰქონდა, თუმცა, მთლიანობაში, მისი ჯანმრთელობა არ დაზიანებულა. ახლა კატა უკვე პატრონთანაა. მომავალში მსგავსი შემთხვევებისგან თავის დასაზღვევად კი ბოძებზე სპეციალური პლასტიკური ბარიერები დააყენეს.

Zooclub
gaga
მტყუანის
gaga-s
უადგილოდ ხუმრობ!
gaga
რა საშინელი გურგრილობა და უყურადღებობაა. როგორ შეიძლება პლასტიკური ბარიერების იმედად ყოფნა, ხომ შეიძლება კატა პლასტიკურ ბარიერზე გადაცოცდეს და ისევ აძვრეს სტოლბაზე. ამიტომ აუცილებელია ყოველ სტოლბასტან დაწესდეს პლოციის ორ-ორი თანამშრომლის 24 საათიანი მორიგეობა.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?