ჯარისკაცმა ავღანეთში ავადმყოფი კნუტი არ მიატოვა
ჯარისკაცმა ავღანეთში ავადმყოფი კნუტი არ მიატოვა
2008 წელს, კრისტინ ვებერ ბულდინი ავღანეთში მსახურობდა. მან იქ კნუტი იპოვა.

“არასოდეს მინახავს ასეთი კატა, ის ნორმალურად ვერ დადიოდა,” - ყვება კრისტინი.
კნუტს Cerebellar Hypoplasia (CH), არაპროგრესირებადი დაავადება ჰქონდა. ბულდინმა კატას ფელიქსი დაარქვა და იმდენად შეუყვარდა, რომ გადაწყვიტა სახლში წაეყვანა.
მან მძღოლს 300 დოლარი გადაუხადა, რათა ფელიქსი ბაზიდან ქაბულში, მეგობართან გადაეყვანა.

Zooclub

“ეს დიდი რისკი იყო, მაგრამ ყველაზე მეტად ფელიქსზე ვნერვიულობდი. არ ვიცოდი, კიდევ თუ ვნახავდი ან თუ შევძლებდი მის სახლში წაყვანას” - ყვება
ბულდინი.

მაგრამ ყველაფერმა მშვენივრად ჩაიარა და როდესაც ბულდინი რამდენიმე თვის შემდეგ სახლში დაბრუნდა, 2000 დოლარი გადაიხადა იმისთვის, რომ ფელიქსი მასთან ერთად ჩასულიყო.

Zooclub

“ფული არაფერია. ჩვენი ურთიერთობა ამად ღირს”, - ამბობს კრისტი.

დღეს ფელიქსი ბულდინთან, მის მეუღლესთან და მეორე კატასთან ერთად ლეიკვუდში (კოლორადო) ცხოვრობს.

Zooclub

ბულდინის თქმით, ფელიქსი მას ყველაზე მძიმე პერიოდში დაეხმარა, ღმერთის გამოგზავნილი ანგელოზია.
ალეკო
ჯარისქალია ეგ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?