ამერიკელების გადარჩენას "კნუტოთერაპიით" ცდილობენ (+ვიდეო)
ამერიკელების გადარჩენას "კნუტოთერაპიით" ცდილობენ (+ვიდეო)
"ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ქუჩაზე გაჩნდა შუშის ჯიხური, რომელიც ადგილობრივი თავშესაფრის კნუტებთან სათამაშოდ არის განკუთვნილი",- გვაცნობებს "The Huffington Post".

წამოწყების მიზანია უსახლკარო ცხოველებისადმი ყურადღების გამოწვევა, ასევე მიღებული უდიდესი პოზიტიური ემოციების საშუალებით ქალაქის მცხოვრებლების დახმარება სტრესთან გამკლავებაში.

საქველმოქმედო იდეა "Kitten Therapy" (“კნუტებით თერაპია”) ეკუთვნის ცხოველების საკვებისა და ჰიგიენური საშუალებების მწარმოებელს, ასევე "Soul Pancake"-ის ფონდი, რომლის შემქმნელი მსახიობი რეინ უილსონია.

გამჭირვალე ყუთი კნუტებით, ლოს-ანჯელესის საქალაქო სასამართლოს სიახლოვეს დადგეს. ცხოველებს მუდმივად ადევნებს თვალყურს სპეციალისტი თავშესაფრიდან. ქალაქის მცხოვრებლებმა, რომლებმაც უკვე გამოსცადეს სიახლე, აღნიშნეს, რომ ამ საოცარ
არსებებთან ურთიერთობა აქრობს ყოველგვარ დაღლილობასა და სტრესს.

მეცნიერებმა დიდი ხანია რაც კატები სტრესის მომხსნელ “სპეციალისტებად” აღიარეს.
კაფეები კატებთან ერთად მსოფლიოს ბევრ ქალაქშია (მაგალითად ტოკიოში, ლონდონში და სანკტ-პეტერბურგში). ასეთი დაწესებულებები იმისათვის იხსნება, რომ ცხოველების მოყვარულები, რომელთაც არ აქვთ პირობები თავად ჰყავდეთ ბინაში ცხოველი, განიტვირთონ მათთან ურთიერთობისას.

თანხა, რომელსაც კატების მოყვარულები კაფეში შესვლისას იხდიან, ტრადიციულად, ცხოველების თავშესაფრებს გადაეცემათ.

იხილეთ ვიდეო
ირმა მაისაშვილი
ძალიან კარგი იქნება,თუ აქაც გაიხსნება მსგავსი კაფეები,თუმცა მანამდე საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ამის სესახებ ინფორმაცია.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?