როგორ მივხვდეთ, რომ კატას რამე სტკივა?
როგორ მივხვდეთ, რომ კატას რამე სტკივა?
კატებს ცნობილი თვისება გააჩნიათ - დამალონ ტკივილი. მათი ტანჯვის ამოცნობა საკმაოდ რთულია. რომ გაერკვიათ მათი ცუდად ყოფნის ნიშნები, ლინკოლნის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მკვლევარებმა სხვადასხვა ქვეყნის 19 ექსპერტს შორის გამოკითხვა ჩაატარეს.

კვლევის მსვლელობის დროს ავტორები ექსპერტებს სთავაზობდნენ ჩამოეთვალათ კატების ქცევები და რეაქციები, შეეფასებინათ, რამდენად მიგვითითებდა ეს რეაქცია ცხოველების ავადმყოფობაზე. ასევე, განესაზღვრათ, რამდენად ძლიერ ტკივილს იწვევდა ესა თუ ის ნიშანი. ექსპერტებმა 91 რეაქცია შეაფასეს. შედეგად ჩამონათვალში შევიდა ტკივილის აღმნიშვნელი მხოლოდ ის ნიშნები, რომლებიც ყველა ექსპერტის მიერ იქნა აღიარებული.

ფინალურ ჩამონათვალში ცხოველის ცუდი შეგრძნების
25 ნიშანი შევიდა. ექსპერტების აზრით, ეს ჩამონათვალი კატების მიერ ტკივილის განცდის შეფასების საიმედო ინსტრუმენტია.

ცხოველებში
ძლიერი ტკივილის განცდის ყველაზე გავრცელებულ გამოვლინებად აღიარეს: კვების დროს ქცევაში ცვლილებები, ძლიერი სინათლისთვის თავის არიდება, ღრენა, კვნესა და თვალების დახუჭვა. ასევე კოჭლობა, სირთულეები ხტომის დროს ან გადაადგილების დროს, და საერთოდ სიარულის, ან თამაშის შეწყვეტა, დამალვის ცდა, ხასიათის გაუარესება.
ამასთან, საფთხის შემცველ ნიშნებად დასახელდა წონაში კლება, ტანის ერთი და იგივე ადგილის მუდმივი ლოკვა, სიარულის შეცვლა და უცნაური რეაქცია პატრონის შეხების დროს.

თუმცა, ამასთან, ექსპერტების აზრით, ცუდ მდგომარეობაზე არ მეტყველებს მძიმე სუნთქვა, კანკალი და უეცარი შეხტომა, ასევე კბილების კრაჭუნი.

მკვლევარები დარწმუნებულნი არიან: ტკივილის აღმნიშვნელი ნიშნების ჩამონათვალი კატების პატრონებს დაეხმარებათ, ზუსტად გაარკვიონ სტკივათ თუ არა მათ ბინადრებს რამე. ასევე, თავად ექსპერტები აღნიშნავენ, რომ შედგენილი ჩამონათვალი არ გვაძლევს საშუალებას, დავუსვათ კატას რაიმე დიაგნოზი.
// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o {var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?