როგორ ნიშნავენ ტერიტორიას ფრინველები?
როგორ ნიშნავენ ტერიტორიას ფრინველები?
ჭიკჭკით.

ყველა ცხოველს სჭირდება რაღაც სივრცე, სადაც ისინი მოიპოვებენ საკვებს და გაზრდიან შთამომავლობას.

იმისთვის, რომ პრეტენზია ჰქონდეთ გარკვეულ ტერიტორიაზე, ისინი სხვადასხვა საშუალებით ნიშნავენ მას. ძუძუმწოვრები არჩეულ ადგილებზე შარდავენ. ზოგი სახეობის ლემური ჯირკვლის სპეციფიკური გამონადენით ნიშნავს ტოტებს, სადაც ის გადაადგილდება. დათვები ზურგით ხეებს ეხახუნებიან, ასე ისინი ტოტებზე ბეწვებს ფენენ. ფრინველები ხმოვან სიგნალებს იყენებენ. ამასთან, ძირითადად მამლები გალობენ. მათი გალობა ორმაგ ფუნქციას ასრულებს: იტყუებს დედალს და ავლებს ზღვარს.

ფრინველებს კვება ერთსა და იმავე ადგილებში შეუძლიათ, მაგრამ ბარტყებს ისინი საკუთარ ტერიტორიაზე ზრდიან, ამიტომ სივრცეს,
რომელიც უშუალოდ ბუდესთან ახლოსაა, უფრო გაძლიერებულად იცავენ.

ფრინველების უმეტესობას გალობა გენეტიკურად გადაეცემა, თუმცა, ზოგი ბეღურასებრი
(რომელთაც მიეკუთვნება ბულბული, შაშვი...) ამ ხელოვნებას შთამომავლობას თავად ასწავლის. თუ მაგალითად ბულბული გაიზარდა იზოლაციაში, მაშინ ის იგალობებს, მაგრამ მისი გალობა ძალიან განსხვავებული იქნება თავისუფლებაში გაზრდილი ბულბულების გალობისგან.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?