ლონდონში მტრედები ჰაერის ხარისხს შეამოწმებენ
ლონდონში მტრედები ჰაერის ხარისხს შეამოწმებენ
ტექნოლოგიური კომპანია Plume Labs-მ ქალაქის ყველაზე გავრცელებულ ფრინველებს სასარგებლო გამოყენება მოუძებნა. ამ ეტაპზე ათი მტრედი ლონდონის ჰაერს დააკვირდება, რის შთაგონებადაც პირველ და მეორე მსოფლიო ომებში საფოსტო მტრედების გამოყენება ითვლება.

ფრინველი სპეციალური მინიატურული ზურგჩანთით ატარებს პატარა და მსუბუქ გადამცემებს, რომელიც ჰაერის დაბინძურებას ავლენს. აღსანიშნავია, რომ მტრედების ადგილმდებარეობა GPS-ის დახმარებით ფიქსირდება.

Zooclub

25-გრამიანი გადამცემი ჰაერში აღმოაჩენს ოზონს, აზოტის დიოქსიდს (NO2) და განსხვავებულ მფრინავ შენაერთებს. მონიტორინგის შედეგები კომპანიის მუშაკს ტვიტერის ექაუნთზე გადაეცემა. ასე რომ, ნებისმიერი ადამიანი შეძლებს გაიგოს ჰაერის დაბინძურების დონე იმ რაიონში, სადაც
ცხოვრობს.

აღსანიშნავია, რომ ცისფერი საჰაერო პატრულის პროექტი კონკურს #PoweredByTweets-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?