თოლიამ ფოტოკამერით ატლანტიკა და სელფი გადაიღო (+ვიდეო)
თოლიამ ფოტოკამერით ატლანტიკა და სელფი გადაიღო (+ვიდეო)
თოლიამ ატლანტიკის სანაპიროს ვიდეო გადაიღო. მან კუნძულ სიესზე გერმანელ და ესპანელ ტურისტებს კამერა წაართვა. გადაღების დასასრულს ფრინველი თავად მოხვდა კადრში.

"The Daily Mirror"-ის ცნობით, მოგზაურმა მარტინ ლოზანომ გადაწყვიტა ფოტოზე აღებეჭდა თოლია, მაგრამ თოლიამ “გადაწყვიტა” თავად გამხდარიყო ოპერატორი, ჩააფრინდა აპარატს და გაიტაცა.

თოლია დაახლოებით ერთი წუთის მანძილზე ატლანტიკის სანაპიროს ულამაზეს ხედებს იღებდა. ლოზანომ აღნიშნა, რომ ფრინველის მიერ გადაღებული ფოტოები მის მიერ გადაღებულზე ბევრად ეფექტური აღმოჩნდა. ფრინველი სულ მოკლე ხანში დაბრუნდა ტერიტორიაზე, საიდანაც სტარტი აიღო. ამრიგად, ტურისტმა კამერის დაბრუნება შეძლო.

ფაუნის წარმომადგენლები
პირველად არ ცდილობენ ფოტოებისა და ვიდეოს გადაღებას. მაგალითად, 2015 წლის ივნისში ბალიზე გრძელკუდიანმა მაკაკამ ბრიტანელ
ტურისტს GoPro-ს კამერა წაართვა და ავტოპორტრეტი გადაიღო. გარდა ამისა, 2014 წელს სპილომ ინგლისში, სმარტფონით საკუთარ თავს ფოტო გადაუღო. 

იხილეთ ვიდეო

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?