8 წლის გოგონას ყვავები მბრწყინავი ნივთებით ასაჩუქრებენ
8 წლის გოგონას ყვავები მბრწყინავი ნივთებით ასაჩუქრებენ
ეს 8 წლის გოგონა საჩუქრებს იღებს ყვავებისგან, რომელსაც ის 4 წლის ასაკიდან აჭმევდა .

დროდარდო, 8 წლის გაბი მანი, რომელიც სიეტლში ცხოვრობს, პატარა და ძალიან უცნაურ საჩუქრებს იღებს. პატარა გოგონა ყოველ მათგანს ინახავს, რადგან ეს საჩუქრები განსაკუთრებული მეგობრებისგანაა - ყვავების გუნდისგან, რომლებიც მისი სახლის ახლომახლო ცხოვრობენ. ფრინველებს მისთვის მოაქვთ, როგორც იტყვიან, ყველაფერი, რაც ბრწყინავს. ეს ერთგვარი მადლიერების გამოხატვაა იმის გამო, რომ გოგონა მათ ჯერ კიდევ 4 წლიდან კვებავს.

ფრინველებს მოაქვთ სხვადასხვა ნივთები, ღილები, კონსტრუქტორის დეტალები, მეტალის ნაწილები და გულის ფორმის
მძივიც კი.

ერთხელ გაბიმ საჩუქრად მიიღო რკინის ნივთი წ
არწერით "საუკეთესო". შეიძლება ეს უსარგებლო ნივთები კაპიკიც არ ღირს, მაგრამ ისინი უზომოდ ძვირფასია პატარა გაბისთვის.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?