გაიცანით ზევსი: გადარჩენილი ბრმა ბუ, რომლის თვალებშიც ვარსკვლავები ციმციმებენ..
გაიცანით ზევსი: გადარჩენილი ბრმა ბუ, რომლის თვალებშიც ვარსკვლავები ციმციმებენ..
ეს ზევსია - ბრმა ბუ, რომლის თვალებშიც მთელი კოსმოსია.

დილით, სამხრეთ კალიფორნიაში ტრავმირებული ბუ აივანზე იპოვეს. მას ყველაზე განსხვავებული და საოცარი თვალები ჰქონდა - ვარსკვლავებით მოჭედილი ცის მსგავსი.

Zooclub

ვეტერინართან ვიზიტის შემდეგ, ბუმ ახალი მუდმივი საცხოვრებელი, სილმარის (კალიფორნია) ველური ბუნების სასწავლო ცენტრში იპოვა. 

Zooclub

ფრინველს მისი გამაოგნებელი თვალების გამო, ცისა და ჭექა-ქუხილის ბერძნული ღმერთის სახელი "ზევსი" შეარქვეს.

Zooclub

ზევსი დაჭრილი იყო, მაგრამ ცხოველების მოყვარული ვეტერინარების ძალისხმევით, გამოჯანმრთელდა. სიბრმავის გამო, მისი ბუნებასი დაბრუნება ვერ მოხერხდა. ამიტომ ის ახლა კარადაში, დოკუმენტებისთვის განკუთვნილ განყოფილებაში, ველური ბუნების სასწავლო
ცენტრის დამფუძნებლის, პოლ ხენის ახლოს ცხოვრობს. 

Zooclub

ციცქნა ბუ ძალიან შეშინებული იყო, მაგრამ მას უკვე აღარაფერი ემუქრება.
ვეტერინარებმა გაარკვიეს, რომ უბედური შემთხვევის მიზეზი მისი სიბრმავე იყო.

Zooclub

ახლა ზევსი ველური ბუნების სასწავლო ცენტრის სრულუფლებიანი მაცხოვრებელია და ყველას გულს უხარებს.

Zooclub

მან ნაჭრის მეგობარიც კი შეიძინა. კიდევ, მას უყვარს "ჰელოუინი".

Zooclub

ზევსი ძალიან მეგობრულია და უყვარს ადამიანების გარემოცვაში ყოფნა, ამიტომ თუ თქვენ კალიფორნიაში მოხვდებით, შეგიძლიათ, მოინახულოთ ეს პატარა, რომლის თვალებში მშვიდად ციმციმებენ ვარსკვლავები.

იხილეთ ვიდეო
სალომე სირაბიძე
რა საყვარელია!ბუებზე ყოველთვის ჭკუას ვკარგავდი!ახლა საერთოდ დავკარგე
nana
გენაცალეე რა საყვარელიააა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?