პო­მე­რა­ნი­უ­ლი შპი­ცი
პო­მე­რა­ნი­უ­ლი შპი­ცი
მარ­თა­ლი­ა, პო­მე­რა­ნი­ულ შპიცს ნე­ბივ­რო­ბა და მო­ფე­რე­ბა უყ­ვარს, მაგ­რამ ასე­ვე მოს­წონს თა­მა­ში და ცელ­ქო­ბა. ეს სა­ოც­რად დამ­ყო­ლი არ­სე­ბა ნე­ბის­მი­ერ პატ­რონს შე­ე­გუ­ე­ბა . პო­მე­რა­ნი­უ­ლი მას­ზე ბევ­რად დიდ, შპი­ცის ტი­პის მარ­ხი­ლის გამ­წევ ძაღ­ლებს ჰგავს, რო­მელ­თა­გა­ნაც წარ­მო­იშ­ვა. იგი გა­მო­იყ­ვა­ნეს XIX სა­უ­კუ­ნე­ში, რო­ცა მო­და­ში დე­კო­რა­ტი­უ­ლი ძაღ­ლე­ბი შე­მო­ვი­და. ამ ძაღ­ლის წვრთნა ად­ვი­ლი­ა. პა­ტა­რა, მხი­ა­რუ­ლი პო­მე­რა­ნი­უ­ლი კარ­გი მო­და­რა­ჯე ძაღ­ლია და მი­უ­ხე­და­ვად მცი­რე ზო­მი­სა, ხმა­მა­ღა­ლი ყე­ფით უმალ გაც­ნო­ბებთ, თუ რა­ი­მე უჩ­ვე­უ­ლოს შე­ნიშ­ნავს. ად­ვი­ლად აღ­გზნე­ბა­დია, მაგრამ მა­ლე მშვიდ­დე­ბა და დამ­ჯე­რი ხდე­ბა.

ეს პა­ტა­რა ძაღ­ლი მო­სი­ა­რუ­ლე ღრუ­ბელს ჰგავს. Mპა­წი­ა, მე­ლი­ის
მსგავ­სი სა­ხე აფუ­ე­ბულ ფა­ფარ­ში ძლივს უჩანს. ამ ჯი­შის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია თვა­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი და კვი­რის­ტა­ვის ამო­ვარ­დნი­ლო­ბა. ყო­ველ­დღი­უ­რად
გა­უწ­მინ­დეთ თვა­ლე­ბი და ყუ­რე­ბი და ვე­ტე­რი­ნარ­თან ატა­რეთ კბი­ლე­ბის გა­სა­სინ­ჯად.

ბეწ­ვი
რბი­ლი, ხში­რი თივთიკი და ხშირი, უხეში ბალანი;
შე­ფე­რი­ლო­ბი: ნაცრისფერი, ცისფერი, ნარინჯისფერი, კრემისფერი და სხვ.

კუ­დი

ლა­მა­ზი და უხ­ვბეწ­ვი­ა­ნი, სი­ა­რუ­ლი­სას ზურ­გის­კენ აზი­დუ­ლი.

ფე­ხე­ბი
წი­ნა ფე­ხე­ბი აქვს სწო­რი და პა­რა­ლე­ლუ­რად გან­ლა­გე­ბუ­ლი, უკა­ნა – ზო­მი­ე­რად და­კუნ­თუ­ლი.

თათები
ამო­ბურ­ცუ­ლი და კომ­პაქ­ტუ­რი.

თვა­ლე­ბი
მუ­ქი, ნა­თე­ლი და ნუ­შის ფორ­მის.

სა­ხე
კარ­გი პრო­პორ­ცი­ის და ოდ­ნავ წაწ­ვე­ტე­ბუ­ლი, გო­ნივრული გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით.

ცხვი­რი

შა­ვი და ღი­ლი­სე­ბუ­რი.

ტა­ნი
კომ­პაქ­ტუ­რი, მოკ­ლე ზურ­გით.

Zooclub

პო­მე­რა­ნი­უ­ლი შპი­ცის­თვის სა­ვარ­ჯი­შოდ რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის შექ­მნა სა­ჭი­რო არ არის, სა­ა­მი­სოდ მის­თვის პა­ტა­რა ად­გი­ლიც საკ­მა­რი­სი­ა. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ დრო­დად­რო პარ­კშიც გა­ა­სე­ირ­ნებთ. მი­ზან­შე­წო­ნი­ლია მი­სი გრძე­ლი, ორ­მა­გი ბეწ­ვის რე­გუ­ლა­რუ­ლი მოვ­ლა. ვარ­ცხნა სა­ჭი­როა კუ­დი­დან თა­ვის­კენ _ ბეწ­ვის ზრდის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­მარ­თუ­ლე­ბით. მარ­თა­ლი­ა, ამ საქ­მეს დრო მი­აქვს, მაგ­რამ რთუ­ლი გა­სა­კე­თე­ბე­ლი არ არის. თივ­თი­კი წე­ლი­წად­ში ერ­თხელ ან ორ­ჯერ სცვი­ვა. გა­ა­სუფ­თა­ვეთ მშრალი შამ­პუ­ნით, რო­ცა ამი­ს სა­ჭი­რო­ე­ბა იქ­ნე­ბა.

მონაცემები:
წარმოშობა - გერმანია და პოლონეთი
მთავ. დანიშნულება - კომპანიონი, მწყემსი
ტემპერამენტი - ერთგული, მეგობრული
სიც. ხანგრძლივობა - 12-16 წელი
მოვლა - ხშირი ვარცხნა
ვარჯიში - რეგულარული, მსუბუქი
მოდარაჯე - კარგი

ხვადი
18- 30 სმ
1-3 კგ
ძუ
18-30 სმ
1-3 კგ

ყურადღება!
ამ ძაღ­ლის ყე­ფა შე­საძ­ლოა პრობ­ლე­მად გექ­ცეთ, თუ ლეკვობიდანვე არ გადააჩვევთ.
სათანადო მოვლის გარეშე კბილები ადრე დასცვივა.


elene
რა ღირს ეს უსაყვარლესი არსება ვინმემ თუ იცით იქნებ დაწეროთ. მადლობა
nini
მე მინდაა ესეთი ძაღლი 400ლარამდე ესე :(
mari
ყურადღება! იყიდება პომერანული შპიცი! ყველაზე საყვარელი ძაღლი მთელს ჩრდილოეთ ევროპასა და ყოფილი შუამდინარეთის ტერიტორიაზე! საშუალო ფასზე ორჯერ უფრო იაფად. ასევე ვინც მომიყვანს კლიენტს გადავუხდი 100 $ ს 555446106 (23.02.2016)
ბელა
იყიდება ტუ სურვილი გაკვს დამიკავშირდი593205516
Monika Vergunova
თუ ვინმე ყიდის ამ ჯიშის ძაღლს დიდი სიამოვნებით ვიყიდი.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?