ბულ­მას­ტი­ფი
ბულ­მას­ტი­ფი
მის­მა ზო­მამ და კუშ­ტმა გა­მო­ხედ­ვამ არ მო­გატყ­უ­ოთ – ბულ­მას­ტი­ფი თავ­და­დე­ბუ­ლი მე­გო­ბა­რი და ერ­თგუ­ლი მო­და­რა­ჯე ძაღ­ლი­ა . ძლი­ე­რი, ჩუ­მი არ­სე­ბა, რო­მე­ლიც იშ­ვი­ა­თად იყე­ფე­ბა, არა­სო­დეს კარ­გავს მოთ­მი­ნე­ბას, მი­სი გაწ­ვრთნა და მარ­თვა იო­ლი­ა. ეს უძ­ლი­ე­რე­სი და ში­შის მომ­გვრე­ლი ძაღ­ლი გა­მო­იყ­ვა­ნეს დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში სწრა­ფი და ავი ბულ­დო­გი­სა და შე­სა­ნიშ­ნა­ვი მე­ძებ­რის, დი­დი და ძლი­ე­რი მას­ტი­ფის შეჯ­ვა­რე­ბის შე­დე­გად. ბულ­მას­ტიფს ეგე­რე­ბიც იყე­ნებ­დნენ ბრა­კო­ნი­ე­რე­ბის და­საფ­რთხო­ბად. ეს ძაღ­ლი მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­მოჭ­რილ უცხო ადა­მი­ანს თავს არ ეს­ხმის – და­ი­ჭერს, თა­თის დარ­ტყმით ძირს და­აგ­დებს და და­რა­ჯობს. ბავ­შვებს კი სრუ­ლი­ად სხვაგ­ვა­რად ექ­ცე­ვა
– მათ­თან მშვი­დი, თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი და ერ­თგუ­ლი­ა. მი­სი მოკ­ლე, ოდ­ნავ უხე­ში ბეწ­ვი ად­ვი­ლი მო­სავ­ლე­ლი­ა. დავარ­ცხნეთ ჯაგ­რი­სით,
მშრალი შამ­პუ­ნით კი მხო­ლოდ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­ა­სუფ­თა­ვეთ. ამ ჯიშს ცო­ტათი ბეწ­ვი სცვი­ვა. ტა­ნის სიმ­ძი­მის გა­მო მათ ფე­ხებს დი­დი დატ­ვირ­თვა აქვს, ამი­ტომ, რე­გუ­ლა­რუ­ლად გა­უ­სინ­ჯეთ, აღე­ნიშ­ნე­ბა თუ არა რა­ი­მე ტრავ­მა, და­ა­ჭე­რით ბრჭყა­ლე­ბიც.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ საკ­მა­ოდ ჯან­მრთელ­ნი არი­ან, ცუდად იტა­ნენ ტემ­პე­რა­ტუ­რის მკვეთრ ცვა­ლე­ბა­დო­ბას; იციან გაზარმაცება, ამიტომ უნდა უზ­რუნ­ველ­ყოთ ზო­მი­ე­რი, რეგულარული ვარ­ჯი­შე­ბით. მათ ასე­ვე მიდ­რე­კი­ლე­ბა აქვთ მე­ტე­ო­რიზ­მი­სა­კენ, ამი­ტომ გა­მოკ­ვე­ბეთ დღე­ში ორ­-სამ­ჯერ მცი­რე ულუფებით და არა დღე­ში ერ­თხელ და ბევ­რით.

მონაცემები:
წარმოშობა - დიდი ბრიტანეთი
მთავ. დანიშნულება - მოდარაჯე ძაღლი
ტემპერამენტი - უდრტვინველი, მშვიდი
სიც. ხანგრძლივობა - 8-12 წელი
მოვლა - ყოველდღიური ვარცხნა
ვარჯიში - რეგულარული, ზომიერი
მოდარაჯე - ბრწყინვალე

ხვადი
63- 69 სმ
50-60 კგ
ძუ
61-66 სმ
45-54 კგ

Zooclub

ბეწ­ვი

ხში­რი, უხე­ში, წყალ­გაუმტარი, მუქი, ვეფხვა, ჩალისფერი ან წითური ტონებით. სა­ხე და კი­სე­რი ღრმად და­ნა­ო­ჭე­ბუ­ლი აქვს, ხო­ლო მკერ­დზე ზოგ­ჯერ თეთ­რი ლა­ქე­ბი ეტყ­ო­ბა.

კუ­დი
სწო­რი ან მოხ­რი­ლი და ბოლოში ოდნავ წვრილი; ძირში, გა­ვის ზე­და ნა­წილ­ზე – შესამჩნევად სქელი.

თათები
სა­შუ­ა­ლი ზო­მის, მრგვა­ლი, ამო­ბურ­ცუ­ლი თითებით, სქე­ლი, მა­გა­რი ბა­ლი­შე­ბი­თა და შა­ვი ბრჭყა­ლე­ბით.

ცხვი­რი
შა­ვი, დი­დი, ფარ­თო ნეს­ტო­ე­ბით.

სა­ხე

ფარ­თო და დი­დი, ფხი­ზე­ლი და გო­ნი­ე­რი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით.

თვა­ლე­ბი

Mმუ­ქი­დან ღია ყა­ვის­ფ­რამ­დე, ღრმად ჩამ­ჯდა­რი.

ტა­ნი
და­კუნ­თუ­ლი და კომ­პაქ­ტუ­რი, დი­დი, გა­ნი­ე­რი გულ­მკერ­დი­თა და ღო­ნი­ე­რი, სქე­ლი კის­რით.

ფე­ხე­ბი

წი­ნა ფე­ხე­ბი სწო­რი, კარ­გად გა­მოკ­ვე­თი­ლი ძვლე­ბი­თა და კუნ­თე­ბით, უკა­ნა – გა­ნი­ე­რი და და­კუნ­თუ­ლი.


ზორ­ბა ბულ­მას­ტი­ფს დამოუკიდებელი ხასი-ათი აქვს და შე­იძ­ლე­ბა არ დამორჩილდეს ტრა­დი­ცი­ულ წვრთნას. ზოგადად, უში­შა­რი და თავ­და­ჯე­რე­ბული ძაღლია, მაგ­რამ პატ­რო­ნის ოჯა­ხთან დამ-ჯერი და მშვიდია.


რჩევა:
ბულ­მას­ტი­ფე­ბი ყო­ველ­თვის უნ­და გყავ­დეთ სა­ბ­ლ­ით სა­ზო­გა­დო­ებ­რივი თავშეყრის ად­გი­ლებ­ში.
ამ ძაღ­ლებს ძალ­ზე უყ­ვართ ყუ­რადღ­ე­ბა და ალერ­სი.



კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?