ლა­სა აპ­სო
ლა­სა აპ­სო
ეს მომ­ხიბ­ლა­ვი არ­სე­ბა თით­ქოს მთლი­ა­ნად ბეწ­ვის­გან არის შექ­მნი­ლი, თუმ­ცა ლა­სა აპ­სო არც დე­კო­რა­ტი­უ­ლი ძაღ­ლია და არც – კალ­თა­ში ჩა­სას­მე­ლი ფი­ნი­ა. ამ პა­ტა­რა, ჩას­კვნი­ლი ძაღ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბა კომ­პა­ნი­ო­ნო­ბა და და­რა­ჯო­ბა­ა. არ­ცთუ დი­დი ხნის წინ ისი­ნი მხო­ლოდ ტი­ბე­ტის მო­ნას­ტრებ­ში გა­მოჰ­ყავ­დათ ტაძ­რე­ბი­სა და სა­სახ­ლე­ე­ბის დამ­ცვე­ლე­ბად. ამ ძაღ­ლის სა­ხე­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი აღ­ნიშ­ნავს ტი­ბე­ტის ის­ტო­რი­ულ დე­და­ქა­ლაქ ლა­სას. ად­ვი­ლად შემ­გუ­ე­ბე­ლი, მო­ა­ლერ­სე, ერ­თგუ­ლი და გამ­ბე­და­ვი ლა­სა აპ­სო­ე­ბის­თვის დი­დი ბედ­ნი­ე­რე­ბა­ა, რო­ცა ადა­მი­ა­ნე­ბის გვერ­დით არი­ან და არ მოს­წონთ, რო­ცა მარ­ტო ტო­ვე­ბენ. მათ სა­ოც­რად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სმე­ნა აქვთ: უჩ­ვე­უ­ლო ხმე­ბის გა­გო­ნე­ბის ან
უცხო პი­რის მო­ახ­ლო­ე­ბის­თა­ნა­ვე გან­გაშს ტე­ხენ და პატ­რო­ნის ყუ­რადღ­ე­ბას იქ­ცე­ვენ. ლა­სა აპ­სო­ე­ბი გო­ნი­ე­რე­ბი, ად­ვი­ლად გა­საწ­ვრთნე­ლე­ბი და
სა­უცხოო კომ­პა­ნი­ო­ნე­ბი არი­ან. გრძე­ლი ბა­ლა­ნი ხერ­ხემ­ლის გას­წვივ ორად ეყო­ფათ და აქეთ­-ი­ქით გრძლად აქვთ ჩა­მო­ფე­ნი­ლი.

ლა­სა აპ­სოს ესა­ჭი­რო­ე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რი ვარ­ცხნა. თუ მის ში­და ბეწვს მო­უვ­ლელს და­ტო­ვებთ, მო­ე­თე­ლე­ბა. შე­უ­მოწ­მეთ თა­თე­ბი და მო­ა­ცი­ლეთ მიკ­რუ­ლი ბირ­კე­ბი ან წკი­რე­ბი. გულ­დას­მით გა­უ­სუფ­თა­ვეთ თვა­ლე­ბი, ყო­ვე­ლი ჭა­მის შემ­დეგ წვე­რე­ბი­დან ჩა­მო­უწ­მინ­დეთ საჭ­მლის ნარ­ჩე­ნე­ბი – ასე ბეწ­ვი არ და­ლა­ქავ­დე­ბა და არც აი­ბურ­დე­ბა.

მონაცემები:

წარმოშობა - ტიბეტი
მთავ. დანიშნულება - მოდარაჯე ძაღლი
ტემპერამენტი - ცელქი, ფხიზელი
სიც. ხანგრძლივობა - 15-18 წელი
მოვლა - ყოველდღ. ინტენსიური
ვარჯიში - რეგულარ., მსუბუქი
მოდარაჯე - ძალიან კარგი

ხვადი
25-28 სმ
6-8 კგ
ძუ
23-25 სმ
5-7 კგ

Zooclub

ბეწ­ვი
მძი­მე, სწო­რი, გვხვდე­ბა ყვე­ლა­ნა­ი­რი ფე­რის.

თათები

ბეწ­ვით შე­მო­სი­ლი, მრგვა­ლი და კა­ტი­სე­ბუ­რი.

კუ­დი

ხშირბეწვიანი, ზურ­გის­კენ აზი­დული და დახვეული.

სა­ხე
Mმრგვა­ლი და ოდ­ნავ წვე­ტი­ა­ნი, მხი­ა­რუ­ლი და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით.

ცხვი­რი

შა­ვი და ღი­ლის ფორ­მის.

თვა­ლე­ბი
მუ­ქი ყა­ვის­ფე­რი და სა­შუ­ა­ლო ზო­მის.

ფე­ხე­ბი
წი­ნაც და უკა­ნა ფე­ხე­ბიც უხ­ვად აქვს შე­მო­სი­ლი ბეწ­ვით.

ტა­ნი

Kეს აბურ­ძგნი­ლი, პა­ტა­რა ძაღ­ლი დაპატარავებულ ძველინგლისურ მეცხ­ვა­რუ­ლ ძაღ­ლს ჰგავს.


Zooclub

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხა­ლი­სი­ან და ცელქ ლა­სა აპ­სოს სე­ირ­ნო­ბა და შე­მაღ­ლე­ბულ ად­გი­ლებ­ზე აცო­ცე­ბა უყ­ვარს, მის­თვის მა­ინც არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ვარ­ჯი­ში. ძაღლს უკეთ რომ მო­უ­ა­როს, ზო­გი­ერ­თი პატ­რო­ნი მის მოკ­ლედ გაკ­რე­ჭას ამ­ჯო­ბი­ნებს.


რჩევა:
აღენიშნება თირკმლის თანდაყოლილი დაავადებები. მოუვლელობის შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლოა ინ­ფექ­ცია შე­ეჭ­რას ყუ­რებ­ში.
უცხ­ო­ე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ხში­რად ღი­ზი­ან­დე­ბა.



კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?