იტა­ლი­უ­რი გრე­ი­ჰა­უნ­დი
იტა­ლი­უ­რი გრე­ი­ჰა­უნ­დი
ზოგ­ჯერ მას შე­მოკ­ლე­ბით იგის ეძა­ხი­ან. ეს მოხ­დე­ნი­ლი და დახ­ვე­წი­ლი გა­რეგ­ნო­ბის ჯი­ში მი­სი დი­დი ზო­მის წი­ნა­მორ­ბე­დის მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი ას­ლი­ა . ისი­ნი ძა­ლი­ან სუფ­თე­ბი არი­ან, არ აქვთ ძაღ­ლის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სუ­ნი, კარ­გად ­ე­გუ­ე­ბი­ან მშვიდ­სა და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ოჯახს. იტა­ლი­უ­რი გრე­ი­ჰა­უნ­დი ჯერ კი­დევ ძველ ეგ­ვიპ­ტე­ში არ­სე­ბობ­და და, სა­ვა­რა­უ­დოდ, ფრინ­ვე­ლის და­საფ­რთხო­ბად, პა­ტა­რა ნა­დი­რის და­სა­ჭე­რად ან მღრღნე­ლე­ბის გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. ბო­ლო რამ­დე­ნი­მე სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ის მხო­ლოდ ოჯა­ხის საყ­ვა­რელ ცხო­ვე­ლად გა­მო­ჰყავთ. ბევრ ქვე­ყა­ნა­ში მას დე­კო­რა­ტი­ულ ჯი­შებს მი­ა­კუთ­ვნე­ბენ. მგრძნო­ბი­ა­რე იტა­ლი­უ­რი გრე­ი­ჰა­უ­ნდი სა­ჭი­რო­ებს მშვიდ, მყუდ­რო ატ­მოს­ფე­როს, სა­დაც არ იქ­ნე­ბი­ან ხმა­უ­რი­ა­ნი ბავ­შვე­ბი. თუ
შეშ­ფო­თდებიან, მო­ფე­რე­ბით უნ­და და­ვამ­შვი­დოთ. მი­სი მოვ­ლა ძალ­ზე იო­ლი­ა: მშვე­ნი­ერ­მა, აბ­რე­შუ­მი­სებ­რმა ბეწ­ვმა ბზინ­ვა­რე­ბა რომ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს, საკ­მა­რი­სია
უხე­ში პირ­სა­ხო­ცის ნაჭ­რით ან ზამ­შით გაწ­მენ­და. აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თვე­ვა­ში აბა­ნა­ვეთ, მაგ­რამ შემ­დეგ კარ­გად გა­ამ­შრა­ლეთ, რათა არ შეს­ცივ­დეს.

მწევ­რე­ბის მსგავ­სად, იტა­ლი­ურ გრე­ი­ჰა­უნ­დსაც ახა­სი­ა­თებს მტა­ცებ­ლის ძლი­ე­რი ინ­სტინქ­ტი: მსხვერ­პლის გა­მო­დევ­ნე­ბი­სა და და­ჭე­რის უდი­დე­სი სურ­ვლი აქვს, ამი­ტომ ნე­ბის­მი­ერ გა­რე­მო­ში საბ­ლით უნ­და იყო­ლი­ოთ.

ბეწ­ვი
Mმბზი­ნა­ვი და ატ­ლა­სი­სებ­რი. შეფერი-ლობები: ჩალისფერი ტონები, კრე­მის­ფე­რი, თეთ­რი, წი­თური, ცის­ფე­რი, შა­ვი და ჟანგისფერი; ან მთლიანად თეთრი – ამ ფერების შტრიხებით.

ფე­ხე­ბი
წი­ნა ფე­ხე­ბი აქვს გრძე­ლი და სწო­რი, უკა­ნა – ძლი­ერ და­კუნ­თუ­ლი.

სა­ხე
გრძე­ლი და წვე­ტი­ა­ნი, გო­ნი­ვრული გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით.

თათები
კურ­დღლის მსგავ­სი, მკვეთ­რად ამოზ­ნე­ქი­ლი თი­თე­ბით.

კუ­დი
წვრი­ლი, ბო­ლო­ში მეტად და­ვიწ­რო­ე­ბუ­ლი და აპ­რე­ხი­ლი.

ცხვი­რი

შა­ვი ან ყა­ვის­ფე­რი, ბეწ­ვის ფერ­თან შე­ხა­მე­ბუ­ლი.

თვა­ლე­ბი
მუ­ქი და მბრწყინავი.

ტა­ნი
გრძე­ლი და გამ­ხდა­რი, დი­დი გულ­მკერ­დით და წვრილი კის­რით.


იტა­ლი­უ­რი გრე­ი­ჰა­უნ­დე­ბი პა­ტა­რა, აქ­ტი­უ­რი ძაღ­ლე­ბი არი­ან; უყ­ვართ თა­ვი­სუფ­ლად სირ­ბი­ლი, თა­მა­ში და სე­ირ­ნო­ბა მათ­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მა­ნე­რით (რაც ცხე­ნის ჩორ­თით სი­ა­რულს ჰგავს). ეს ძაღ­ლე­ბი სწრა­ფად, და­ახ­ლო­ე­ბით 40 კმ/სთ სიჩ­ქა­რით, დარ­ბი­ან. შე­უძ­ლი­ათ ძა­ლი­ან მაღ­ლა ახ­ტო­მაც, ზო­გი­ერთს _ 1,5 მ სი­მაღ­ლე­ზეც კი.

მონაცემები:
წარმოშობა - საბერძნეთი, თურქეთი
მთავ. დანიშნულება - კალთის ძაღლი
ტემპერამენტი - მორჩილი, ალერსიანი
სიც. ხანგრძლივობა - 12-15 წელი
მოვლა - მინიმალური
ვარჯიში - რეგულ., ზომიერი
მოდარაჯე - სუსტი

ხვადი
30-38 სმ
3-5 კგ
ძუ
30-38 სმ
3-5 კგ

ყურადღება!
ხშირად აღენიშნებაK კიდურების მოტეხილობები და კვირისტავის დისპლაზია – გან­სა­კუთ­რე­ბით ლეკვობისას.
ცუდ ამინ­დში გა­რეთ ნუ გა­იყ­ვანთ, რადგან თხელი ბეწვი აქვს და ადვილად ცივდება.

ნუცა მიქიაშვილი
გამარჯობა, ხომ ვერ მეტყვით იტალიური გრეიჰაუნდი საქართველოში სად შეიძლება ვიყიდო და რა ფასი აქვს?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?