გერმანული დოგი
გერმანული დოგი
ამ არის­ტოკ­რა­ტიუ­ლი ჯი­შის წი­ნაპ­რე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ, გერ­მა­ნი­ა­ში, 2000 წლის წინ წარ­მო­იშ­ვნენ. ზო­მის მი­უ­ხე­და­ვად, გერ­მა­ნუ­ლი დო­გე­ბი გა­სა­ოც­რად მშვი­დი ძაღ­ლე­ბი არი­ან . ად­გი­ლობ­რივ დი­დე­ბუ­ლებს ძალ­ზე მოს­წონ­დათ მა­ღა­ლი, ძლი­ე­რი, სწრა­ფი და სხარ­ტი გერ­მა­ნუ­ლი დო­გე­ბი, რო­მელ­თაც ტახ­სა და ხარ­ი­რემ­ზე სა­ნა­დი­როდ იყე­ნებ­დნენ. წყნა­რი, ერ­თგუ­ლი, და ბავ­შვებ­თან ალერ­სი­ა­ნი გერ­მა­ნუ­ლი დო­გი შე­სა­ნიშ­ნა­ვი მო­და­რა­ჯე­ა, მარ­ტო მი­სი სი­დი­დე აფ­რთხობს არა­სა­სურ­ველ სტუმ­რებს. მი­სი გაწ­ვრთნა ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე უნ­და და­იწყ­ოს. გლუ­ვი, მოკ­ლე ბეწ­ვი ად­ვი­ლი მო­სავ­ლე­ლი­ა, საკ­მა­რი­სია ჯაგ­რი­სით მსუ­ბუ­ქად ვარ­ცხნა. ამ გო­ლი­ა­თის დაბანა ერ­თობ ძნე­ლი საქ­მე­ა, მხო­ლოდ აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­ბა­ნეთ, სა­ნაც­ვლოდ, შე­გიძ­ლი­ათ მშრა­ლი შამ­პუ­ნით გა­ა­სუფ­თაოთ.
ფრჩხი­ლე­ბი ყო­ველ­თვის
დაჭ­რი­ლი უნ­და ჰქონ­დეს.

გერმანულ დოგს თა­ვი­სი სი­მაღ­ლის წყა­ლო­ბით შე­უძ­ლია მის­წვდეს მა­ღალ თა­რო­ზე შე­მო­დე­ბულ
საჭ­მელს. რამ­დე­ნა­დაც მიდ­რე­კი­ლე­ბა აქვს მე­ტე­ო­რიზ­მის­კენ, ერ­თბა­შად ბევრს ნუ აჭ­მევთ, საკ­ვე­ბი გა­მო­უ­ზო­გეთ მცი­რე ულუ­ფე­ბით მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში.

Zooclub

მონაცემები:
წარმოშობა - გერმანია
მთავარი დანიშნულება - ნადირობა
ტემპერამენტი - მშვიდი, მოსიყვარულე
სიც. ხანგრძლივობა - 7-10 წელი
მოვლა - ყოველდღიური ვარცხნა
ვარჯიში - რეგულ. ზომიერი
მოდარაჯე - ძალიან კარგი

ხვადი
76-86 სმ
54-72 კგ
ძუ
71-81 სმ
45-59 კგ

ბეწ­ვი
რბი­ლი და მოკ­ლე, ჩა­ლის­ფე­რი, ჟანგისფერი, ვეფხვისებური, შა­ვი, ცის­ფე­რი და არ­ლე­კი­ნი­.

კუ­დი
ძირში გა­ნი­ე­რი, ბო­ლო­ში ვიწ­როვ­დე­ბა.

ტა­ნი

დი­დი, მა­ღა­ლი, და­კუნ­თუ­ლი, აღ­ნა­გო­ბა ძა­ლი­სა და სის­წრა­ფის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი­ა. ­Aაქვს ძლი­ე­რი კი­სე­რი და ფარ­თო გულ­მკერ­დი.

ფე­ხე­ბი
წი­ნაც და უკა­ნა ფე­ხე­ბიც აქვს გრძე­ლი, ძლი­ე­რი და და­კუნ­თუ­ლი.

თათები
მრგვა­ლი და კომ­პაქ­ტუ­რი, მკვეთ­რად ამოზ­ნე­ქი­ლი თითებითა და მოკ­ლე, ძლი­ე­რი ფრჩხი­ლე­ბით.

სა­ხე
მარ­თკუთხ­ა, გრძე­ლი, გა­მომ­სახ­ვე­ლი და კოხ­ტად მოყ­ვა­ნი­ლი, ჭკვიანური გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით.

ცხვი­რი

შა­ვი; მხოლოდ ცისფერ დოგებს აქვთ მო­ლურ­ჯო-­მო­შა­ვო ფე­რის ცხვირი.

Zooclub

გერმანული დოგის თვა­ლის ფე­რი შეიძლება იყოს: ღია ცის­ფერი, მუქი ყა­ვის­ფერი, მუქი თაფ­ლის­ფერი და ქარ­ვისფერი. შა­ვი დრუნ­ჩი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ჩა­ლის­ფე­რი ფორმებისათვის. ზოგჯერ დოგს ყურებს აჭრიან და ისეთ ფორმას აძლევენ, რომ ძაღლი მუდამ ყურდაცქვეტილი გამოიყურება.

გერმანულ დოგს ზოგ­ჯერ მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, რო­გორც ”ძაღ­ლე­ბის მე­ფეს”.
ამ ძაღლს ესა­ჭი­რო­ე­ბა მუდ­მი­ვი ვარ­ჯი­ში, ან­და ყო­ველ­დღი­უ­რი ხან­გრძლი­ვი და სწრა­ფი ნა­ბი­ჯით სე­ირ­ნო­ბა.

Zooclub

ის­ტო­რი­კო­სე­ბი აცხ­ა­დე­ბენ, რომ გერ-მანული დოგის მსგავ­სი ძაღ­ლე­ბი გა­მო­სა­ხუ­ლია ძვ. წ. 3000 წლის წი­ნან­დელ ეგ­ვიპ­ტურ მო­ნუ­მენ­ტებ­ზე. უძ­ვე­ლე­სი წე­რი­ლო­ბი­თი წყა­რო ამ ძაღ­ლის მსგავ­სი ცხო­ვე­ლის აღ­წე­რი­სას მო­ი­პო­ვე­ბა ძვ. წ. 1121 წლით და­თა­რი­ღე­ბულ ჩი­ნურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში.

Zooclub

რჩევა:
დამახასიათებელი დაავადე-ბებია: მენჯ-ბარძაყის დის­პლა­ზია და გუ­ლის თანდაყოლილი პათოლოგიები.
მიდ­რე­კი­ლია მე­ტე­ო­რიზ­მის­კენ, ამი­ტომ ჭა­მის შემ­დეგ მო­ა­რი­დეთ ვარ­ჯიშს.




კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?