ბოქსიორი
ბოქსიორი
თუ სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რად ბოქ­სი­ო­რი გყავთ, შე­გიძ­ლი­ათ აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­ი­მე­დე­ბუ­ლი ბრძან­დე­ბო­დეთ – თქვენს ქო­ნე­ბას საფ­რთხე არ და­ე­მუქ­რე­ბა , შინ მი­სულს კი გულ­ღია დახ­ვედ­რა გე­ლით. გერ­მა­ნი­ა­ში მას­ტი­ფის ტი­პის ძაღ­ლი­სა­გან წარ­მო­შო­ბილ ბოქ­სი­ორს თავ­და­პირ­ვე­ლად ხა­რებ­თან ორ­თაბ­რძო­ლა­ში და მათ მო­სა­თო­კა­ვად იყე­ნებ­დნენ. ბულ­დოგ­თან შეჯ­ვა­რე­ბებ­მა კი მას­ში ეს უნა­რი გა­აძ­ლი­ე­რა.

ეს ძაღ­ლი II მსოფ­ლიო ომის დამ­თავ­რე­ბი­სას ნაკ­ლე­ბად იყო ცნო­ბი­ლი თა­ვი­სი ქვეყ­ნის გა­რეთ, ვიდ­რე სხვა­დას­ხვა ეროვ­ნე­ბის სამ­ხედ­რო­ებ­მა თა­ვი­ანთ ქვეყ­ნებ­ში არ წა­იყ­ვა­ნეს. გო­ნი­ე­რი და ად­ვი­ლად გა­საწვ­რთნე­ლი ბოქ­სი­ო­რი ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სამ­ხედ­რო და სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა სა­მსახურებში. მა­თი წვრთნა უნ­და და­იწყ­ოთ ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან, მო­ეპყ­როთ
მკაც­რად და თან­ამიმ­დევ­რუ­ლად. ეს მო­უს­ვე­ნა­რი ცხო­ვე­ლი ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნის მი­ერ უნ­და იმარ­თე­ბო­დეს. ბოქ­სი­ო­რე­ბი უფ­რთხილ­დე­ბი­ან ბავ­შვებს და
ოჯა­ხის ერ­თგუ­ლი ძაღ­ლე­ბი არი­ან. ამ შე­სა­ნიშ­ნავ მო­და­რა­ჯე­ებს ისე­ვე შე­უძ­ლი­ათ და­უ­პა­ტი­ჟე­ბე­ლი სტუმ­რის და­კა­ვე­ბა, რო­გორც ბულ­დო­გებს.

Zooclub

ბოქ­სი­ო­რე­ბს ძალზე უყვართ, როდესაც ადამიანები ეფერებიან. მათ გან­სა­კუთ­რე­ბით მოსწონთ ბავ­შვე­ბი და მათთან ძალ­ზე მომ­თმენ­ნი და ხა­ლი­სი­ა­ნე­ბი არი­ან. ამ თვისებების გამო ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახლის ცხოველია.

მონაცემები
წარმოშობა - გერმანია
მთავარი დანიშნულება - ხარების დამჭერი
ტემპერამენტი - მკვირცხლი, ალერსიანი
სიც. ხანგრძლივობა - 10-12 წელი
მოვლა - დროდადრო ვარცხნა
ვარჯიში - რეგულ, ინტენსიური
მოდარაჯე - ბრწყინვალე

ხვადი
56 სმ
14-20 კგ
ძუ
46 სმ
14-18 კგ

კუ­დი
ჩვე­უ­ლებ­რივ, წაჭ­რი­ლი.

ფე­ხე­ბი

გრძე­ლი, ძლი­ე­რი და და­კუნ­თუ­ლი.

ბეწ­ვი

პრი­ა­ლა და კან­ზე და­წო­ლი­ლი, ფე­რი – მოყ­ვი­თა­ლო-­მო­ყა­ვის­ფრო, შე­რე­უ­ლი ზო­ლე­ბით, სხვა­დას­ხვა ელ­ფე­რის წი­თური და თეთ­რი ლა­ქე­ბით.

სა­ხე

კუშტი გამომეტყველების, პროპორციული, ჭკვი­ა­ნი და ფხი­ზე­ლი გა­მომეტყველებით.

თათები
კომ­პაქ­ტუ­რი, მკვეთ­რად ამოზ­ნე­ქი­ლი თითებით.

თვა­ლე­ბი

მუ­ქი ყა­ვის­ფე­რი და კე­თი­ლი; ნა­ო­ჭე­ბი­ა­ნი შუბ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბულ გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბას ანი­ჭებს.

ტა­ნი
Kკომ­პაქ­ტუ­რი და ძლი­ე­რი, ღო­ნი­ე­რი, და­კუნ­თუ­ლი კის­რი­თა და მკერ­დით.


Zooclub
ცხვი­რის ფორ­მა ისე­თი აქვს, რომ ად­ვი­ლად ექ­მნე­ბა სუნ­თქვის პრობ­ლე­მე­ბი. ბოქ­სი­ო­რე­ბი მიდ­რე­კილ­ნი არი­ან კა­ნის კი­ბოს­კენ. გაითვალისწინეთ, რომ ვარცხნის დროს შენიშნული ნებისმიერი გამონაზარდი შე­იძ­ლე­ბა ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე იყოს.

ბოქ­სი­ო­რე­ბის გლუ­ვი, მოკ­ლე ბეწ­ვის კარგ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ად­ვი­ლი­ა. და­ვარ­ცხნეთ მა­გარი ჯაგ­რი­სით და და­ბა­ნეთ მხო­ლოდ აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში. ამ ბოქ­სი­ორს ყუ­რე­ბი მოჭ­რი­ლი და ამი­ტომ აც­ქვე­ტი­ლი აქვს.

კარგ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფ, სა­შუ­ა­ლო წო­ნის, ათ­ლე­ტუ­რი აღ­ნა­გო­ბის ბოქ­სი­ორს ესა­ჭი­რო­ე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რი მუ­შა­ო­ბა ან ვარ­ჯი­ში. ხან­გრძლი­ვი და ენერგიული სე­ირ­ნო­ბის გარ­და მათ ძალ­ზე მოს­წონთ ბურთით თა­მა­ში.

რჩევა:
ამ ძაღ­ლებს ესა­ჭი­რო­ე­ბათ ძლი­ე­რი და ენერ­გი­უ­ლი პატ­რო­ნი, ვის­თა­ნაც ითა­მა­შე­ბენ. ის შე­საძ­ლოა იყოს აგ­რე­სი­უ­ლი სხვა ძაღ­ლე­ბის მი­მართ.

ტეგები
maia
ამ ჯიჰის დზაგლი მყავდა 8 წელი სახლჰი ძაან გონიერი ძაღლია, ბავშვები უყვარს ძალიან, კარგი დარაჯია ადვილად იწვრტნება, მაგრამ მიდრეკილებაა აქვს მარტლა სიმსიმნისკენ ჩემ პელეს გაუჩნდა ზურგზე 2ჯერ გავუკეთე ოპერაცია მაგრამ 8 წლის \ტავზე მომიკვდა, გირჩევტ იყოლიოთ ბოქსიორის ჯიშის ძაღლები და არ ინანებთ
ჯორჯ
აკ სიმარტლე არ არის ხვადი 56 სმ 14-20 კგ ძუ 46 სმ 14-18 კგ--მე მკავს დზუ ბოკსიორები ---ძუ 59 სმ 30 კ--სუპტა სისხლის ცჰემპიონის სჰტამომავალი --ტყ არ იციტ იკიტხეტ მაინც
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?