თავშესაფარში 18 წლის მიტოვებულმა ძაღლმა თავისი ადამიანი იპოვა და… აღარსად გაუშვა..
თავშესაფარში 18 წლის მიტოვებულმა ძაღლმა თავისი ადამიანი იპოვა და… აღარსად გაუშვა..
ამ ძაღლმა მთელი თავისი ცხოვრება გაატარა საყვარელ ოჯახში, სადაც თავს დაცულად გრძნობდა. ძაღლმა ასაკში მხედველობა დაკარგა. ოჯახმა მიატოვა, რადგან ზედმეტ მოვლას საჭიროებდა. ბებერი ძაღლი ასე მოხვდა თავშესაფარში, სადაც პირველივე ადამიანს ჩაეხუტა, რომელიც კი მასთან მივიდა და ცდილობდა, აღარ გაეშვა. ეს ადამიანი თავშესაფრის მოხალისე ელეინ სიმანსი აღმოჩნდა.

ფოტოგრაფმა, რომელიც შემთხვევით შეესწრო ამ ფაქტს, მაშინვე დააფიქსირა ეს მომენტი. მისმა საქციელმა ძაღლის, სახელად მუნეკას, მთელი ცხოვრება შეცვალა.

Zooclub

ეს კადრები მუნეკას ისტორიასთან ერთად სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელში, საიდანაც მის შესახებ ორგანიზაცია Frosted Faces Foundation–ში შეიტყვეს.

მათ
ძაღლს აუცილებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და გადასცეს ოჯახს, სადაც უკვე იცოდნენ ასაკოვანი ძაღლების მოპყრობა.

Zooclub

ყველა
გულისხმიერი ადამიანის მცდელობით, ყველაზე მიტოვებული და მარტოხელა ძაღლი მსოფლიოში – უცებ ბევრ ოჯახში ძალიან სასურველ ბინადრად იქცა.

Zooclub

მუნეკამაც იპოვა თავისი იდეალური დედა - ემი განი. მოხალისეები ძალიან ყურადღებით მოეკიდნენ ამ უსაყვარლესი ძაღლისთვის ოჯახის შერჩევას. მათ მცდელობას ამაოდ არ ჩაუვლია.

მუნეკა თავის მზრუნველ პატრონთან ერთად ბედნიერია. ემის თქმით, მათ ერთმანეთის სიცოცხლე ბევრად ბედნიერი და სავსე გახადეს. ამ ცხოვრებაში კი ესაა ყველაზე მთავარი!


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?