error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/3170631784c51358f27166412e4cf7e0.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
სიყვარულისთვის ოკეანეც კი არ არის დაბრკოლება
სიყვარულისთვის ოკეანეც კი არ არის დაბრკოლება
1991 წლის ზაფხულში იაპონიის ერთ-ერთი პროვინციის გაზეთში ფოტოესსე გამოქვეყნდა, სადაც ძაღლის სიყვარულის მგრძნობიარე ამბავი იყო მოთხრობილი.
მეთევზე ნაკამურას, აკოს კუნძულიდან ჰყავდა ძაღლი სახელად შირო. 1991 წლის იანვარში ნაკამურა კუნძულ ზამამიზე გადავიდა.

"ერთ დილას, – ჰყვება ნაკამურა, – რამდენიმე დღის შემდეგ, რაც კუნძულ ზამამიზე დავსახლდი, დავინახე, რომ შირო დგას ნაპირზე და თვალმოუშორებლად გაჰყურებს შორს, კუნძულ აკოს კლდის სილუეტებს. მის თვალებში ისეთი სევდა იყო, რომ ძალიან შემეშინდა: მე ძალიან მიყვარდა ჩემი ძაღლი. ვერ გავიგე რა შეიძლება მომხარიყო. შირო ასე გაუნძრევვლად იდგა თითქმის
ერთი საათი. მეორე დღეს კი გაქრა. მხოლოდ საღამოს გამოჩნდა – დაღლილი და სველი".

ძაღლი ყოველდღე
ქრებოდა. მაგრამ საღამოს ყოველთვის ბრუნდებოდა პატრონთან. მეთევზემ გადაწყვიტა გაჰყოლოდა და გაერკვია, სად ქრებოდა მისი ძაღლი.

"მე დავინახე, რომ ადრიან დილით შირო მივიდა პირსზე, რამდენიმე ხანის თვალმოუშორებლად დააკვირდა შორეულ კუნძულს, უეცრად მოწყდა ადგილს, ყინულოვან წყალში გადახტა და გაცურა. გაოგნებული ვიყავი. კუნძულ აკომდე ორნახევარი მილი იყო. ნუთუ მან კუნძულისკენ გაცურა? და რატომ? რადიოტელეფონით დავურეკე მეგობარს აკოზე და ვთხოვე გაერკვია იქითკენ გაცურა შირომ თუ არა და რისთვის".

მეგობარმა გამოიძია ძაღლის გზა და გაირკვა, რომ ყოველდღე ის თავისი მეგობარ დედალ ძაღლთან მიდიოდა, რომელიც მეთევზის კუნძულიდან გამგზავრებამდე მათ მეზობლად ცხოვრობდა. ძაღლს მერელინი ერქვა. მასთან პაემნის შემდეგ შირო ისევ თავის პატრონთან ბრუნდებოდა, რომელიც ასევე ძალიან უყვარდა.

ძაღლების რომანს მთელი იაპონია ადევნებდა თვალყურს. ათასობით ტურისტი ჩამოდიოდა კუნძულ აკოზე სპეციალურად, რომ საკუთარი თვალით ენახა სახელგანთქმული ძაღლი.

შირო 2000 წელს 17 წლის ასაკში დაიღუპა. მისი სიყვარულის ისტორია უკვდავყვეს ძეგლში.
))
კალო აგაშენა ღმერთმა,იმდენი ვიცინე!
kalo
ამათი მაზოხისტი დედა ვატირე, ან ის დედალი წამოეყვანათ ან მამალი დაეტოვებინათ იქით. მთელი იაპონია უყურებდა წლების განმავლობაში როგორ წვალობდა ეს ძაღლი.
baron
მოკლედ ამ იაპონიას ხო არ დაელია ეგეთი ისტორიები :)
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?