მოხერხებული ძაღლი ქუჩის მსახიობის შეუცვლელი დამხმარე გახდა (სახალისო ვიდეო)
სეარას შტატში (ბრაზილია) მდებარე პატარა ქალაქში უჩვეულო მეგობრებმა გამვლელების ყურადღება მიიქციეს. ქუჩის მსახიობს, რომელიც ძეგლის იმიტირებას ახდენს, კომპანიონობას ოთხფეხა მეგობარი უწევს.

ძაღლი თავის როლს შეუდარებლად ასრულებს: როგორც კი მამაკაცი მისკენ თავს დახრის, ცხოველი მაშინვე შეშდება და მკვდრის როლს განასახიერებს.

სანახაობა მართლაც რომ შთამბეჭდავია, გამვლელები პატრონისა და ცხოველის დუეტს სიამოვნებით უყურებენ.

უნდა აღინიშნოს, რომ მამაკაცი თავის ბინადართან ერთად მთელი დღის განმავლობაში პატარა "სკეჩებს" დგამს და ფულს აგროვებს, თუმცა, მის "სამუშაოს" არაერთი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა - მსახიობს შინაური ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებენ. კერძოდ,
მოწინააღმდეგეები აღნიშნავენ, რომ ძაღლი მთელი დღის განმავლობაში მითითებებს არ უნდა ასრულებდეს.

ასევე იხილეთ:

ლეკვმა თავი
მოიმკვდარუნა იმისთვის, რომ ვეტერინართან არ წაეყვანათ


ძაღლი განასახიერებს მკვდარს, როცა ის უცხო ადამიანს ხელში აჰყავს

ბიჭი, რომელიც 50-მდე ცხოველის ხმის იმიტირებას აკეთებს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?