დიდი ბრიტანეთის ყველაზე განებივრებული ძაღლი
დიდი ბრიტანეთის ყველაზე განებივრებული ძაღლი
13 წლის სამფეხა ძაღლს, ჯეკ-რასელ ტერიერ ჩესტერს ბეკინგემშირიდან, სახლში სამი პერსონალური კიბე აქვს, იმისთვის, რომ ზედმეტად არ იწვალოს სადმე ახტომისას.

პატრონმა ჩესტერის განებივრება მას შემდეგ დაიწყო, რაც ლეკვობისას მას ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს. მაგრამ მამაცმა ლეკვმა მალე შეძლო კვლავ სირბილი და დაუბრუნდა ხალისიან ცხოვრებას.
Zooclub
თუმცა მისი პატრონი ელისონ ბოიერი ყოველთვის ცდილობდა შეემსუბუქებინა ძაღლისთვის სიცოცხლე. ჩესტერისთვის კიბე დგას მის ლოგინთან და ძაღლს აქვს უფლება ლოგინზე იკოტრიალოს რამდენხანსაც მის გულს გაუხარდება. ასევე კიბე დგას მეორე სართულის კიბესთან და მისაღებ ოთახში მის საყვარელ დივანთან.
როდესაც ჩესტერი ვერ პოულობს კიბეს საჭირო ადგილას ნერვიულობს და გაღიზიანებული ყეფს.

ოჯახის მეორე ძაღლს მეტისი
ჯილინს უკვე დიდი ხანია აღარ ახსოვს გზა ლოგინისა და დივანისკენ, რადგან იქ მისი ადგილი უკვე თავხედმა ჩესტერმა დაიკავა, რომელსაც უფლებას აძლევენ იწვეს ძვირფას ბალიშებსა და ლოგინზე, თან ელისონის ქმრის მხარეს. პოლი აღიარებს, რომ ეჭვიანობს მისი ცოლის ასეთი სიყვარულის გამო ჩესტერისადმი.

ჩესტერის მთელი ცხოვრება სახლში – ეს არის კოტრიალი ლოგინსა და დივანზე ან ეზოში ბალახზე, ხოლო შესვენებისას პირის ჩაკოკლოზინებაა საყვარელი დელიკატესებით.

ქუჩაში სეირნობის დროს პატრონი მას სპეციალური საკიდით ატარებს, რომელსაც Pup To Go-ს ეძახიან იმიტომ, რომ ელისონს მოეჩვენა, რომ სეირნობისას ჩესტერს ზედმეტად უუხეშდება თათები.
Zooclub
ადამიანები გაოცებული აყოლებენ თვალს ელისონს და ჩესტერს. თავად ელისონიც აღიარებს, რომ პირველი დღეები თავს სულელად გრძნობდა. თუმცა მოგვიანებით მიხვდა, რომ ადამიანებს ძალიან ესიმპათიურებოდათ მისი ძაღლი. რომ ყველა ეფერება საყვარელ ჩესტერს. აი, წინა კვირას ბაღში, სადაც ელისონი მასთან ერთად სეირნობდა, ჩესტერი იყო ვარსკვლავი პენსიონერებსა და ბავშვებს შორის.

ელისონი ძაღლს სპეციალურ ვარჯიშებზე ატარებს, რათა ხელი შეუწყოს მის საუკეთესო ფორმაში ყოფნას. უკვეთავს მას აკუპუნქტურის კურსს თვეში ერთხელ და აუზზე ჰიდროთერაპიის კურსებზე ატარებს. ხოლო როდესაც ჩესტერი დივანზე წევს, სპეციალური ელექტრომასაჟორით ზურგისა და თათების მასაჟს უკეთებს.
Zooclub
ელისონს ესმის, რომ ძაღლი ძალიან გაანებივრა და გადარეულ ძაღლის მოყვარულს ჰგავს და სიცილით აღნიშნავს, რომ შეიძლება ის რობი უილიამსზე მეტადაც არის გადარეული, რომელსაც შარშან პატარძალის მეგობარი გოგოს კაბებში გამოწყობილი თავისი რვავე ძაღლი საკუთარ ქორწილში ჰყავდა წაყვანილი.




კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?