მამაცი ლეკვი მეწყვილეს "გულის მასაჟს" უკეთებს და მის გადარჩენას ცდილობს (+ვიდეო)
ძაღლმა, სახელად პონჩომ, რომელიც მადრიდში ასაფეთქებელი მოწყობილობების ძებნით არის დაკავებული, სასწავლო გაკვეთილის ფარგლებში აჩვენა, თუ როგორ უნდა გაუკეთოს მეწყვილეს გულის მასაჟი. პოლიციელი მიწაზე დავარდა და გონების დაკარგვის იმიტირება მოახდინა, ხოლო ოთხფეხა მეგობარი მის მკერდზე თათებით ხტოდა და უგონოდ მყოფ მეწყვილეს ამოწმებდა ჰქონდა თუ არა პულსი.

პონჩო გულის მასაჟს აკეთებდა იმ დრომდე, სანამ პოლიციელი მაყურებლების აპლოდისმენტებზე არ წამოდგა.

უდავოა, ამგვარად ადამიანის გადარჩენა შეუძლებელია, მაგრამ ძაღლი ძალიან ცდილობდა.

მადრიდის სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ძაღლს არ აქვს საკმარისი ძალა, რათა გულის კუნთზე ზემოქმედება მოახდინოს.
მეტიც, ცხოველს არ შეუძლია პულსის განსაზღვრაც.

ეს ილეთი ძაღლმა წარმოადგინა სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებიც პოლიციაში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.

ასევე იხილეთ:

ამერიკაში პოლიციელმა მეწყვილედ უსახლკარო კნუტი აირჩია

პოლიციელმა ძაღლმა მძიმე ჭრილობები მიიღო, როდესაც საკუთარ მეწყვილეს იცავდა

მომღიმარმა ძაღლმა დამნაშავე დაიჭირა და ინტერნეტ ვარსკვლავიც გახდა


თბილისი
ადამიანის საუკეთესო მეგობარი !
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?