ჩილეში ცეცხლმოდებულ სახლში გამომწყვდეული ორი გერმანული ნაგაზი გადაარჩინეს
ჩილეში ცეცხლმოდებულ სახლში გამომწყვდეული ორი გერმანული ნაგაზი გადაარჩინეს
2014 წლის 27 ივნისს ორი გერმანული ნაგაზი სიკვდილს საოცრებით გადაურჩა. მათ ალმოდებულ სახლს თავი ვერ დააღწიეს. ისინი მაშველებმა და ადგილობრივმა მეხანძრეებმა ცეცხლს გამოსტაცეს, გარეთ გამოიყვანეს და ფაქტიურად სიცოცხლე დაუბრუნეს.

ცეცხლი სან-ანტონიოში, ჩილეში მდებარე სახლს გაუჩნდა. როდესაც მეხანძრეები მივიდნენ, ხალხს უკვე დატოვებული ჰქონდა სახლი, მაგრამ მათი შინაური ცხოველები, ორი კატა და ნაგაზები, აპოლო და პრინცესა ცეცხლოვან ხაფანგში დარჩნენ. მეხანძრეებმა სახლში ძაღლების ადგილმდებარეობის დადგენა შეძლეს და სახლიდან გამოიყვანეს. ორივე ძაღლი უგონოდ იყო, მათ გულის მუშაობის სერიოზული დარღვევა ჰქონდათ.

Zooclub

მეხანძრეებმა ოპერატიულად იმოქმედეს, მათ
კარგად იცოდნენ თავიანთო საქმე. მეხანძრე რაფაელ პიზარომ და მოხალისე-მაშველი კრისტიან ესპინოზამ ძაღლებს გულ-ფილტვის რეანიმაცია ჩაუტარეს,
რისი წყალობითაც აპოლო და პრინცესა დღეს ცოცხლები და საღსალამათები არიან.
"ერთ-ერთ ძაღლს კლინიკური სიკვდილი ჰქონდა და სწორედ ამიტომ ჩვენ მას მირით ხელოვნური სუნთქვა ჩავუტარეთ, – ჰყვება ესპინოზა. – ჩვენ გვაქვს ნასწავლი ცხოველების გადარჩენა, ამიტომ მე ამას ყოველთვის და ყველა სიტუაციაში გავაკეთებ, როდესაც ეს აუცილებელია".

სამწუხაროდ კატების გადარჩენა ვერ მოხერხდა, ისინი ცეცხლში დაიღუპნენ.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?