მათ თავიანთი ბებერი და უმწეო ძაღლი არ მიატოვეს!
მათ თავიანთი ბებერი და უმწეო ძაღლი არ მიატოვეს!
ეს წყვილი ძაღლს პარკში ბავშვის ეტლით ასეირნებს. ერთი შეხედვით, ამ სასაცილო სურათის დანახვისას, ზოგი ხმამაღლა იცინის. მაგრამ გამვლელებს ეტირებათ, როდესაც ხვდებიან, რომ ეს ძაღლი იმდენად ბებერია, სიარულიც კი არ შეუძლია. 

მამაკაცი ვერ მიხვდა, რომ მას ფოტოს უღებდნენ.

ეს ფოტო თავის ფეისბუქზე დადო ერთ-ერთმა მომხმარებელმა და კომენტარად მიუწერა, რომ ყოველთვის, როცა დილით დარბის, ხედავს მამაკაცს და მის ძაღლს. მათთან ერთად ყოველთვის დგას საბავშვო ეტლი, აქედან ჩანს, რომ ძაღლს არ შეუძლია თავად გადაადგილება. ყოველდღე პატრონი და მისი მეუღლე თავის ძაღლს აქ ასეირნებენ, ყოველდღე
მას ჩუქნიან სიხარულს, საშუალებას, რომ დატკბეს ბუნებით და ისეირნოს ჰაერზე.

ამ ფოტოთი სხვაც დაინტერესდა, მალევე
ძაღლისა და მისი პატრონის შესახებ ცოტა მეტი გაირკვა.

ძაღლს მაქსიმილიანი ჰქვია და ის 16 წლისაა. ოჯახში სამნი არიან და ედი მათთან პატარაობიდანვე ცხოვრობდა.

ძაღლს მაშინ ჯანმრთელობის პრობლემები უკვე ქონდა. მაქსი ცალი თვალით ვერ ხედავდა, თუმცა, ის ოჯახის უსაყვარლესი წევრი იყო.

ტროი და ედი ბავშვივით უვლიდნენ თავის ბინადარს. ყოველდღე მასთან ერთად პარკში სეირნობდნენ.

სიყვარულს მაქსის მიმართ იმით ხსნიან, რომ არ შეუძლიათ, რაიმე პრობლემის ან სიბერის გამო, მიატოვონ ვინმე ცხოვრებაში, ამიტომ ძაღლი მათთან სიყვარულით იყო გარემოცული.

ახლა მაქსი უკვე აღარ არის ცოცხალი, მაგრამ ეს ისტორია ადამიანებს კიდევ დიდხანს გაახსენდებათ და მათ გულებს გაათბობს.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?