პიტბული მიტოვებულ სახლში იყინებოდა.. მაგრამ მისი საშველი იქიდან მოვიდა, საიდანაც არავინ ელოდა…
პიტბული მიტოვებულ სახლში იყინებოდა.. მაგრამ მისი საშველი იქიდან მოვიდა, საიდანაც არავინ ელოდა…
ამ ძაღლს ეშლი ქვია. ერთი წლის წინ ის ცხოვრობდა სახლში, სადაც არ იყო გათბობა და ელექტროენერგია, პატრონები კი მას არ კვებავდნენ და ბოლოს სულაც მიატოვეს. რომ არა ერიკა მაინკენი, ყველაფერი ძალიან ცუდად დასრულდებოდა. ერიკემ ეშლის იდეალური შემფარებელი უპოვა.

ორგანიზაცია «No More Pain Rescue»-ის თანადამფუძნებელ ერიკე მაინკენს დაურეკეს და აცნობეს, რომ ნიუ-იორკის ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში ცხოვრობდა წყვილი ძაღლთან ერთად, თუმცა, ისინი მას ხშირად ტოვებდნენ მარტოს, საჭმლისა და წყლის გარეშე.

ერიკა თავის მეგობარ მაიკლთან ერთად დაუყოვნებლივ გაეშურა ცხოველის გადასარჩენად. უცხო სახლში შესვლა
გაბედა. მისი თქმით, სახლში საშინელი სიცივე იყო. ძაღლი უბრალოდ გაიყინებოდა. ამასთან, გარშემო ფეკალიები ეყარა: როგორც
ჩანს, ეშლის ყოფილი პატრონები არც კი ასეირნებდნენ. თავად ძაღლი ჯანმრთელი დახვდათ. მას ძალიან გაუხარდა, როდესაც მაიკლმა სახლიდან გაიყვანა.

ერიკამ და მაიკლმა ძაღლი მაშინვე ვეტერინართან წაიყვანეს, რადგან ეშლი ძალიან გამოფიტული იყო. ერთი წლის პიტბული 11 კილოს იწონიდა. ამასთან ერთად, ძაღლს თავზე დამწვრობა აღენიშნებოდა.

ორგანიზაცია «No More Pain Rescue» ცხოველებს ეხმარება, მაგრამ არ აქვს ადგილი, სადაც შეუძლია, ისინი დროებით შეიფარონ. ამიტომ ერიკამ და მაიკლმა მაშინვე დაიწყეს ეშლისთვის შემფარებლის ძებნა.

მათ ნიუ-იორკის სახანძო განყოფილებაში აღმოაჩნდათ მეგობრები. იქ უკვე ცხოვრობდა ერთი ძაღლი. ერიკმა და ეშლიმ მათ მიტოვებული ძაღლის შეფარება სთხოვეს იქამდე, სანამ ის ახალ სახლს არ იპოვიდა.

Zooclub

ერიკას ეგონა, რომ ძაღლი ძალიან მშიშარა აღმოჩნდებოდა, მას ხომ ერთხელ უღალატეს ადამიანებმა.. მაგრამ როგორც კი ეშლი მეხანძრეთა განყოფილებაში შევიდა, მაშინვე ააქიცინა კუდი და ყველას მოესიყვარულა. რამდენიმე დღის შემდეგ კი მეხანძრეებმა ერიკას სთხოვეს, აღარ ეძებნა პატრონი, რადგან ძაღლმა მათი გულები დაიპყრო.

Zooclub

ახლა ბედნიერი ძაღლი მეხანძრეებთან ერთად ცხოვრობს და თავად მეხანძრეების თქმით, პრაქტიკულად მთელი დღე დასეირნობს.

მას სათამაშოებისა და სასუსნავების ძალიან დიდი მარაგი აქვს.

და კიდევ, ის ხანდახან მეხანძრეებს გასვლებზე მიყვება.

Zooclub

ეშლის საკუთარი ინსტაგრამის გვერდიც კი აქვს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?