აშშ-ში ძაღლს ბიოპროთეზი გაუკეთეს
აშშ-ში ძაღლს ბიოპროთეზი გაუკეთეს
აშშ-ში ძაღლს, რომელმაც ოთხივე ფეხი დაკარგა, ბიოპროთეზი გაუკეთეს. ასეთი ოპერაცია მსოფლიოში პირველად ჩატარდა. ახლა ძაღლს ჯანმრთელი ცხოველივით თამაში და სირბილი შეუძლია.

ძაღლი მეტსახელად ნაკი 5 კვირის იყო, როდესაც ქუჩაში აღმოჩნდა და კიდურები მოეყინა. ის გამვლელებმა შეამჩნიეს და ვეტერინარს მიუყვანეს.

ნაკის თათები ვერ შეუნარჩუნეს, რადგან დაზიანება საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა. სპეციალისტებმა მისთვის ბიოპროთეზის გაკეთება გადაწყვიტეს. ექიმების თქმით, ბიოპროთეზები ძაღლის თათების ნერვულ დაბოლოებებთან შეხორცდა.

ახლა ნაკი, ფაქტობრივად, ჯანმრთელია. მას შეუძლია სირბილი, თამაში, საკუთარი კუდის დევნა და ყველაფერი, რასაც ჩვეულებრივი ძაღლები აკეთებენ.


მომზადებულია Yoki-ს
მიხედვით.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?