პიტბულმა სიცოცხლის ფასად ორი ქალი კობრისგან იხსნა
პიტბულმა სიცოცხლის ფასად ორი ქალი კობრისგან იხსნა
ამერიკულ პიტბულმა სახელად ჩივმა 87 წლის ვიქტორია და მისი შვილიშვილი მარია შხამიანი კობრისგან იხსნა. გველი მათ სახლში სამზარეულოში არსებული ხვრელიდან შეძვრა.
ვიქტორია დივანზე ტელევიზორს უყურებდა, როდესაც ჩივი წამოხტა, რითაც პატრონი კობრის შემოსვლის შესახებ გააფრთხილა. მარია და ბებია სხვა ოთახში გაქცნენ იმედით, რომ კობრა წავიდოდა, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ, როდესაც მარიამ სცადა ოთახიდან გამოსვლა, ის საშინლად შეშინდა, რადგან კობრა მისგან სულ რაღაც 2 მეტრში ყალყზე შემდგარიყო და შხამს ანთხევდა, მაშასადამე სასიკვდილო დარტყმისთვის ემზადებოდა.

"გველი ჩვენ წინ იყო, ის თავდასხმისთვის ემზადებოდა", –
ამბობს მარია. – "მე შველას ხმამაღლა ვითხოვდი".

აი სწორედ მაშინ "არსაიდან" გაჩნდა ჩივი, რომელმაც საკუთარი
თავი ფარად გამოიყენა და კობრას გზა გადაუღობა, ჩივმა კობრას პირი სტაცა ყელთან ახლოს და იატაკზე დაანარცხა. ბრძოლაში მან გაუძლო გველის შხამიან ნაკბენს ყბებში, ხოლო რამდენიმე წამში სული შეეხუთა და დაეცა.

ოჯახმა საშველად ვეტერინარს უხმო, მაგრამ მათ უთხრეს, რომ ძაღლს ვერაფერი უშველიდა, რადგან ნაკბენი ახლოს იყო მის ტვინთან, ხოლო შხამი უკვე სხეულს მოედო. მარიამ დაურეკა მეუღლეს, რომელიც მომხდარით გაოგნებული დაუყოვნებლივ სახლისკენ გაეშურა.

ოჯახის მეგობარი იან დე ლა რამე ამბობს, რომ ძაღლმა კიდევ 30 წუთი იცოცხლა, ის სიცოცხლეს მთელი ძალებით ეჭიდებოდა.

იანის თქმით, ჩივმა ორჯერ ამოიოხრა და დაიღუპა. ის ბოლო ამოსუნთქვამდე იბრძოდა, რომ თავისი სიცოცხლის ბოლო 2 წამის განმავლობაში თავისი პატრონისთვის შეეხედა.

"უკანასკნელი, რაც ჩივმა გააკეთა იყო ის, რომ პატრონს კუდი გაუქიცინა", – დაამატა იანმა.
ეკა
საწყალი ცუგა. რა მაგარი არსებები არიან ცხოველები
სოფია
მეც ცრემლები მომადგა :( ცხოველების სიკეთესა და თავგანწირვაზე რომ ვგებულობ, არ შემიძლია ცრემლების შეკავება. საოცრად მიყვარს ყველა ცხოველი. ნეტა ადამიანები იცნობდნენ მათ ....
ქეთი
თქვენი არ ვიცი, მე კი ცრემლები მომერია... როგორი ერთგულება შეუძლიათ ამ ორფეხა მეგობრებს! ქუთაისის თავშესაფარში კი ამ თავდადებულ ცხოველებს, თურმე აწამებდნენ და შიმშილით ხოცავდნენ!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?