ქალაქი გადაივსო უსახლკარო ძაღლებით, რადგან ადამიანებს ჯიშიანების ყიდვა ურჩევნიათ (+ფოტო)
ქალაქი გადაივსო უსახლკარო ძაღლებით, რადგან ადამიანებს ჯიშიანების ყიდვა ურჩევნიათ (+ფოტო)
დიდ დედაქალაქში, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, სულ 2 ცხოველთა თავშესაფარია. ისინი გადავსებულია და უთვალავი დაუძლურებული ძაღლი ქუჩებში დაეხეტება.

ეს იმით აიხსნება, რომ რაბატში, მაროკოს დედაქალაქში, ცხოველთა მოყვარულის, კატაიანი რიკოს თქმით, ცხოველებს განსაკუთრებული რელიგიური გაგება აქვთ.

”ცხოველებზე სინამდვილეში არ ზრუნავენ”, - ამბობს რიკო, - ”საქმე უარესადაა ძაღლებთან დაკავშირებით. ადმაიანებს აქ სჯერათ, რომ ისინი ანგელოზებს აფრთხობენ და მათი შეხება არ შეიძლება”.

რიკომ იცის, რა თბილი და ერთგულია ქუჩის ძაღლი, რამდენიმე მათგანი თავად შეიფარა.

მაგრამ რიკო უმცირესობაშია.

რამდენიმე მაროკოელს, რომლებსაც უყვართ ძაღლები,
იმის მაგიერ, რომ ისინი რომელიმე თავშესაფრიდან აიყვანონ, სუფთასისხლიანის ყოლის პრეტენზია აქვთ.

”მათი ფავორიტები ამჯერად გერმანული
ნაგაზისა და ჰასკის ჯიშია”, - აღნიშნავს რიკო.

წინა წელს მაროკოში ქუჩის ძაღლებზე გადაიღეს ვიდეორგოლი, რომელიც მათ პრობლემას ნათელს ჰფენდა, ასევე - იმ სისასტიკეზე, რასაც ცხოველები იქ აწყდებიან.

თავშესაფარ ADAN-ში მომუშავე ადამიანები იმედოვნებენ, რომ აიღებენ ფერმას ქალაქგარეთ და თავის მოღვაწეობას იქ განაგრძობენ, თუმცა, ფინანსირების გარეშე ეს ჯერ შეუძლებელია.

მაგრამ თავშესაფრები და მოხალისეები ყველა ძალას ხმარობენ ქუჩის ძღლების დასაცავად. ცოტა ხნის წინ მოხალისეებმა ისინი სანაპიროზე წაიყვანეს, რაც ბევრ ძაღლს მანამდე არ ქონდათ ნანახი.

რიკო იმედოვნებს, რომ თუ ადამიანები დაინახავენ, რამდენად კარგი ძაღლები არიან თავშესაფარში, ისინი შეიცვლიან აზრს მათ მიმართ.

გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?