11 წლის ბიჭის თავგანწირვა ძაღლის გადასარჩენად
11 წლის ბიჭის თავგანწირვა ძაღლის გადასარჩენად
ბრაზილიის ქალაქ იტაჯაიში მცხოვრებმა 11 წლის ბრაზილიელმა ჯინ ფერნანდესმა მაგისტრალზე გადაირბინა, რათა ძაღლი გადაერჩინა, ძაღლს მანქანა დაეჯახა.

დაშავებული ძაღლი გზაზე იწვა და ვერ მოძრაობდა, ბიჭმა ქუჩა გადაირბინა და მიუხედავად სწრაფად მიმავალი ავტომობილებისა, ცხოველი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა.

ჯენის დედა რუბი ლილიანა როსი ამბობს, რომ მის შვილს ცხოველები ძალიან უყვარს და უპატრონო ძაღლებისთვის და კატებისთვის ხშირად მიაქვს საკვები. ფოტოსურათები ფოტოგრაფმა რაფაელა მარტინსმა გადაიღო, რომელიც იქვე იმყოფებოდა.

"ამ პატარა ბიჭმა ამ გმირული საქციელით ბევრ ზრდასრულ მამაკაცს აჯობა", - ამბობს რაფაელა.

ძაღლი, რომელსაც მელი
დაარქვეს, ვეტერინართა მეთვალყურეობის ქვეშაა. ძაღლის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია huffingtonpost.com-ის მიხედვით.
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?