ძაღლმა უსინათლო კაცი სიკვდილისგან იხსნა
ძაღლმა უსინათლო კაცი სიკვდილისგან იხსნა
ნიუ-იორკის მეტროში 61 წლის სესილ უილიამსი მისმა ერთგულმა მეგობარმა, შავმა ლაბრადორმა, სახელად ორლანდომ სიკვდილისგან იხსნა.

უილიამსი უსინათლოა და ბაქანზე ძაღლთან ერთად იდგა. როგორც ჩანს, თავი ვერ შეიკავა და ლიანდაგში ჩავარდა; უსინათლობის გამო ბაქანზე ასვლას ვერ შეძლებდა. როგორც პატრონი იხსენებს, მთელი ამ დროის განმავლობაში ძაღლი მის გვერდით იყო, ტანსაცმელში ჩაბღაუჭებული ცდილობდა, პატრონი საშიში ზონიდან გაეყვანა, უილიამს რომ არ შეშინებოდა, ძაღლი მას სახეს ულოკავდა. საბედნიეროდ, თვითმხილველებმა ლიანდაგზე მწოლიარე კაცი და ძაღლი შენიშნეს და მათი ბაქანზე ამოყვანა მოახერხეს.

ამჟამად სესილის სიცოცხლეს საფრთხე არ
ემუქრება, ადგილობრივ საავადმყოფოში დაბეჟილობებს მკურნალობს; რაც შეეხება ორლანდოს, ექიმებს
ძაღლი პატრონის ლოგინიდან ვერ ჩამოჰყავთ – ძაღლი მთელი დღე მის გვერდით ატარებს და ოთახიდან არ გადის.


იხილეთ ფოტოგალერეა



მომზადებულია New York Post-ის მიხედვით.


გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?