ერთგული ძაღლი მკვდარ მეგობარს მთელი ღამე დარაჯობდა
ერთგული ძაღლი მკვდარ მეგობარს მთელი ღამე დარაჯობდა
ჩინეთში, ნინსია-ხუეიში მომხდარი ინციდენტი გულგრილს ვერავის დატოვებს – აუტანელი ყინვის მიუხედავად, ძაღლი მკვდარ მეგობარს მთელი ღამე დარაჯობდა.

როგორც ჩანს, ძაღლები ქუჩაზე გადარბოდნენ, როდესაც მოულოდნელად ერთ-ერთი მათგანი ავტომობილმა გაიტანა. ეს ფოტო თვითმხილველმა გადაიღო. ფოტოზე სკამიც ჩანს – უცნობი ქალი მთელი ღამე ძაღლებთან ერთად იჯდა და მათ იცავდა, რადგანაც ცოცხალი ძაღლი მკვდარ მეგობარს ვერაფრით მოაშორეს.

Zooclub

ქალი ამ ხერხით ცდილობდა, ძაღლები კიდევ ერთი ავტოავარიისგან დაეცვა. მოგვიანებით რესტორნის მუშებმა ძაღლის გვამი ახლომდებარე პარკში, ხის ქვეშ დამარხეს.



მომზადებულია dailymail.co.uk-ს მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?