ბორდერ-კოლიმ გოგონას ლეიკოზი ადრეულ სტადიაში აღმოუჩინა
ბორდერ-კოლიმ გოგონას ლეიკოზი ადრეულ სტადიაში აღმოუჩინა
ბორდერ-კოლი ბესი რამდენიმე დღის განმავლობაში განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა 2 წლის გოგონა ფილიპას მიმართ. ძაღლი სულ მის გარშემო ტრიალებდა.

"ძაღლი მას არ შორდებოდა და ეს ქცევა სრულიად განსხვავდებოდა იმისგან, რაც ადრე იყო. მივხვდით, რომ რაღაც კარგად არ იყო. ძაღლი რომ არ ყოფილიყო, ამ ავადმყოფობას ასეთ ადრეულ სტადიაზე ვერ აღმოვაჩენდით", - ამბობს პოლა ვუდი.

Zooclub

უცნაური ქცევის შემდეგ (ბევრმა უკვე იცის, რომ ძაღლები გრძნობენ კიბოს დაავადებას), ოჯახმა, რომელიც ბროტტონში (ჩრდილო იორკშირი, დიდი ბრიტანეთი) ცხოვრობს, გადაწყვიტა, გოგონა საავადმყოფოში მიეყვანათ. გამოკვლევის შედეგად, მას საშინელი დიაგნოზი - მწვავე
ლიმფობლასტური ლეიკოზი დაუდგინეს.

Zooclub

ახლა ფილიპას ნიუკასლის ჰოსპიტალში ქიმიოთერაპიას გაუკეთებენ. როგორც გოგონას დედა აღნიშნავს, პატარას შემხედვარე,
ძნელია ითქვას, რომ ის სერიოზულად ავადაა, მაგრამ მას წინ ჯერ კიდევ დიდი ხნის მკურნალობა ელოდება.

Zooclub

მწვავე ლიმფობლასტური ლეიკოზი ბავშვების ასაკში საკმაოდ გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეა.
ნინო
მე მიყვარს ცხოველები სიგიჟემდე,ასეთ რამეებს რომ წავიკითხავ გული მიჩვილდება!მინდა ყველამ წაიკითხოს და თუკი არ და ვერ შეიყვარებენ,ზიანს მაინც ნუ მიაყენებენ!!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?