ქალბატონს ამ ძაღლის გადასარჩენად ორი წელი დასჭირდა!
ქალბატონს ამ ძაღლის გადასარჩენად ორი წელი დასჭირდა!
ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჰაიდი შერმერონ-ვაგნერმა რკინის ღობის მიღმა ძაღლი დაინახა.

ჯეიდი ველტონში (სამხრეთ კაროლინა) ცხოვრობდა. თუ ამას ცხოვრება შეიძლება ვუწოდოთ.

შერმერონ-ვაგნერმა Boxer Butts & Other Mutts-ის დამაარსებელმა მას მანქანით გვერდით ჩაუარა და მაშინ შეამჩნია.

ჯეიდი ნაგვით სავსე ჭუჭყიან ეზოში იჯდა. წყლის ჭურჭელი ამობრუნებული და ცარიელი იყო.

Zooclub

“ეს გოგონა ისეთი ბედნიერი იყო ადამიანთან ურთიერთობით”, - წერს ჰაიდი ფეისბუქზე.

Zooclub

ჰაიდი ძაღლის მეპატრონეს ემუდარებოდა გაეთავისუფლებინათ ძაღლი, მაგრამ ოჯახი უარზე იყო.

Zooclub

“რა თქმა უნდა, მისი წაყვანა მაშინვე მინდოდა! თვალებზე ცრემლი მომადგა,
რადგან როდესაც მანქანაში ჩავჯექი, ის მიყურებდა და თითქოს მეკითხებოდა: სად მიდიხარ?”
ყოველ ღამე ჰაიდი სიზმარში
ხედავდა ძაღლს, რომელიც განთავისუფლებას სთხოვდა.

ერთხელ ჰაიდიმ ადგილობრივი თავშესაფრიდან შეტყობინება მიიღო. აღმოჩნდა, რომ ჯეიდი პატრონმა თავშესაფარში ჩააბარა. მას ჰკითხეს, უნდოდა თუ არა ჯეიდის აყვანა.

Zooclub

რა თქმა უნდა! ყველაზე მეტად!

დღეს ღობე აღარ იქნება ჯეიდისა და ჰაიდის შორის. მას ჯანმრთელობის პრობლემები აღმოაჩნდა. მკურნალობამ დიდი დრო წაიღო.

ძაღლს ჰქონდა ხველის შეტევა, ყურები ტკიპების მიერ დასისხლიანებული. ჰყავდა გულის ჰელმინტები.

წინა ცხოვრებიდან დარჩა შიშები.

“როგორც ჩანს, მას სცემდნენ, რადგან მოფერების დროს ის იბუზება”.

Zooclub

მაგრამ სიყვარულს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. წარსულის “დემონების” განდევნაც კი.

“არ შემიძლია სიტყვებით გამოვხატო ჩემი ბედნიერება იმის გამო, რომ ეს გოგონა ჩემთანაა”.

Zooclub

ჯეიდი ჰაიდის სახლში მისთვის რთულ ცხოვრებისეულ პერიოდში შევიდა: ამ კვირაში მან თავისი უსაყვარლესი მეგობარი ძაღლი, სახელად ანნა დაკარგა.

“ჯეიდი დამეხმარა ჩემს ტკივილს მოვრეოდი. ეს გოგო ჩემი ბედნიერებაა”, - ამბობს ჰაიდი.

Zooclub
ნინუცა მეგულაშვილი
მარი ამ დროს თქვენ რას აკეთებდით?; - მაგნაირ ***ჯიშებთან მოქცევას დამუღამება უნდა, მათვის საშიში უნდა იყო, და აფიქრებინო რომ მათი პატარებისთვისაც საშიში გახდები, თუ შენს პატარას (ოთხფეხა მეგობარს, შვილობილს) რამეს დაუშავებენ, . . . ყველას რომ ძვლებში ვერ დალეწავ, გასაგებია, მაგრამ სხვა ფორმებიც არსებობს; - როცა სხვებისგან ცხოველების დაცვა გინდა, უნდა დაანახო რომ მათ დასაცავად ყველაფერზე ხარ წამსვლელი, რომ არც იკითხავ, რომელი მათგანი იყო, ისე გაუკეთებ ყველა ,,ეჭვმიტანილს" რაღაც საშინელებას, და რომელიმე ხომ იქნება (ანუ ,,ლიჟბი" დამნაშავე დაისაჯოს და მიყვნენ დანარჩენებიც) დაახლოვებით ასეთი შთაბეჭდილება შეუქმენი, რომც არ შეგეძლოს საშინელების გაკეთება, უნდა დაანახო რომ მათ შენ იცავ და ,,უპრაგონოდ" ვერ შეეხებიან, და ისე კარგად უნდა დაანახო რომ მაშინაც ვერაფერი გაბედონ, როცა არ უყურებ, . . . სულ უნდა ფიქრობდნენ რომ უცებ არ მიხვიდე, . . .
mari
ჩემი ცუგრაც, ასე შეაშინეს და განდევნეს უბნიდან, თუ ძაღლი არ გიყვარს წიხლს ნუ ამოარტყავ და უხეშად გადის ნუ დაუძახებ, მოეალერსე და გაუარე! მაგრამ ზოგს ადამიანები არ უყვარს და ძაღლის ბედი სულ არ ანაღვლებს, მე კი ღამე არ მძინავს მიუსაფარი და უსუსური ცხოველების გამო. სად ყალიბდებიან და იზრდებიან ასეთ არსებებად ეს ხალხი???!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?