კინოფობია - თვითგადარჩენა თუ ძაღლების შიში?
კინოფობია - თვითგადარჩენა თუ ძაღლების შიში?
დასაწყისისთვის გავმიჯნოთ ფობია და ნორმალური რეაქცია - თუ ძაღლი ყეფს თქვენი მიმართულებით და უკან იხევთ, ეს ნორმალური რეაქციაა. თქვენ ხვდებით, რომ შესაძლოა ის თავს დაგესხათ და ამ მოქმედებით თავს იცავთ, მაგრამ თუ ანალოგიურ სიტუაციაში გულის ცემა ხშირდება, გრძნობთ მუცელში წვას, გარბიხართ უკანმოუხედავად ან სხვა გაუაზრებელ მოქმედებებს აკეთებთ, ეს შიშია.

ძაღლების შიშს ეწოდება კინოფობია. მედიცინაში ითვლება, როგორც ფსიქიკური მოშლილობა. საერთაშორისო სტატისტიკის მიხედვით, კინოფობიით მსოფლიოს 3% იტანჯება, თუმცა, ეს პროცენტი მეტია, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ფსიქიატრიაში კინოფობია ორ ნაწილად იყოფა:

ჭეშმარიტი -
ფსიქიკური მოშლა, რომელსაც წინ უძღვის ფარული ისტერია. ძაღლებზე ფიქრის დროსაც კი, ამ ფობიით შეპყრობილი ადამიანი
განიცდის შინაგან დისკომფორტს. ეს ფორმა იშვიათად ვლინდება, რადგან ფობიით შეპყრობილი ადამიანი ყველანაირად ცდილობს თავი აარიდოს ძაღლთან კონტაქტს, თუმცა, მასთან შეხვედრის დროს ვარდება პანიკაში. მეტიც, ის ცდილობს თავი შორს დაიჭიროს იმ ნაცნობებისგან, ვისაც სახლში შინაური ბინადარი ჰყავს.

ცრუ შიში - დაკავშირებულია სხვა ფსიქიკურ მოშლილობასთან, რომელიც ასოცირდება გამიზნულ სისასტიკესა და სადიზმთან. სწორედ ეს ფორმა აღენიშნებათ ძაღლების მკვლელებს და იმ ადამიანებს, რომლებიც სიამოვნებას განიცდიან ცხოველის ტანჯვით. ისინი ამ მოქმედებებით შიშის დაძლევას ცდილობენ. აქვე შეიძლება განვიხილოთ ცხოველის მიმართ სისასტიკე რელიგიური ან სხვა მოტივით და შეგვიძლია მოვიყვანოთ ყველაზე გავრცელებული კლიშე, როდესაც მშობელი ბავშვს აფრთხილებს: " არ მიეკარო-გიკბენს/დაავადებულია/გადამდებია/საშიშია," ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეცდომაა ბავშვის შემდგომი განვითარების დროს, ხოლო იმ მომენტში იწვევს დათრგუნვის შეგრძებას.

მსგავსი აზრების აკვიატებით, მშობლები ვერ იაზრებენ, რომ გარკვეულ სიტუაციებში ბავშვს მოზრდილ ასაკში, შესაძლოა, გაუჩნდეს სურვილი მოკლას ცხოველი, რათა ეს სამყარო "გაიწმინდოს" და უვნებელი გახდეს (სწორედ ამიტომ უჩნდება ბავშვს ქვეცნობიერად ცხოველის მოკვლის სურვილი).

ფსიქიატრები კინოფობიას კიდევ ორ ნაწილად ყოფენ - ადაქტოფობია და რაბიეფობია. პირველი აიძულებს ადამიანს ეშინოდეს ძაღლის კბენის, ეს არის ნამდვილი შიშის განცდა, ხოლო მეორე - ცოფის გადადების შიში. ამასთანავე, ეს ფობია არანაირად არ არის დაკავშირებული სისუფთავესთან.

ძაღლებთან დაკავშირებული ყველა ფობია შესაძლოა შედეგი იყოს ფსიქიკური აშლილობის, დიდი სტრესის, ფსიქოსომატური გამოვლინებებისა და მეტიც - შიზოფრენიისა.

ასევე იხილეთ:

ზოოფობია – ცხოველების შიში
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?