მუქი სათვალე და თქვენი ძაღლი იქნება თანამედროვე და ჯანმრთელი
მუქი სათვალე და თქვენი ძაღლი იქნება თანამედროვე და ჯანმრთელი
მზის სათვალეები ძაღლისთვის - სასიამოვნო სიახლე ძაღლების მოყვარულებისთვის, რომლებიც თავისი ბინადრების იმიჯს დიდ ყურადღებას უთმობენ. მალე გაყიდვაში იქნება სპეციალური მზისგან დამცავი სათვალეები ძაღლებისთვის.

სავარაუდოდ, მას ორმაგი სარგებელი ექნება: ის იქნება არა მარტო მოდური აქსესუარი, არამედ ოთხფეხა მეგობრის მხედველობის დამცავი საშუალებაც, რადგან სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ძაღლის თვალი ძალიან მგრძნობიარეა ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ.

ძაღლების სათვალე განსხვავებული იქნება ადამიანების სათვალისგან. რამდენადაც ცხოველებს აქვთ თვისება, დროის დიდი ნაწილი მოძრაობაში გაატარონ, სათვალე კარგად უნდა იყოს მიმაგრებული მათ თავზე. ამიტომ, ისინი აღიჭურვებიან სპეციალური რეზინით, რომელიც ძაღლის ნებისმიერი სახის
აქტიურობისას არ მისცემს სათვალეს ჩამოვარდნის საშუალებას.

ამ სიახლის მწარმოებლები აცხადებენ, რომ მათი პროდუქცია ბაზარზე ფართო
ასორტიმენტით გამოვა. ძაღლების მოყვარულებს შესთავაზებენ სრულიად განსხვავებული ფორმის, ზომისა და შუშის ფერის სათვალეებს. ამიტომ ყველა ძაღლს, რა ჯიშისაც არ უნდა იყოს, პატრონები ყველაზე შესაფერის მოდელს შეურჩევენ. გერმანული ნაგაზების, დოგების, როტვეილერების პატრონებს კლასიკური ფორმის მუქი მინების მქონე სათვალეების შეძენა შეეძლებათ, რომ მათ მკაცრ სახის ნაკვთებს ხაზი გაუსვან.

ოთახის ჯიშის ძაღლების პატრონებს, თოიტერიერის, იორკშირტერიერის, ან შპიცის მსგავსების, უფრო გლამურული, გულის ფორმის ვარდისფერ მინებიანი სათვალეები მოეწონებათ. ასე ძაღლი ნამდვილ მოდელს დაემსგავსება, მითუმეტეს, თუ სათვალეები მათი კოხტა ტანსაცმლის დამატებითი აქსესუარი იქნება.

ვეტერინარები მზისგან დამცავი სათვალეების შექმნას მიესალმებიან, თუმცა, ისინი მაინც აფრთხილებენ, რომ არ არის საჭირო ამ აქსესუარით ზედმეტად გატაცება. სათვალის გამოყენება მხოლოდ მზიან ამინდშია საჭირო, რომ არ დააზიანოთ თქვენი შინაური ბინადრების მგრძნობიარე თვალები.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?