მთელი ქვეყანა ერთად შემოვიარეთ! - ისტორია ფოტოგრაფზე, რომელმაც თავშესაფრიდან აყვანილ ძაღლთან ერთად ამერიკა შემოიარა (+ფოტო)
მთელი ქვეყანა ერთად შემოვიარეთ! - ისტორია ფოტოგრაფზე, რომელმაც თავშესაფრიდან აყვანილ ძაღლთან ერთად ამერიკა შემოიარა (+ფოტო)
ფოტოგრაფ რეტონ ჰამფრის მედის თავშესაფრიდან დახსნა 40 დოლარი დაუჯდა. მას მედის აყვანა გადაწყვეტილი არ ჰქონდა, მაგრამ როდესაც ის ძაღლთან ერთად უკან, თავშესაფრის ხის სახლისკენ ბრუნდებოდა, ძაღლი სულ ფეხებზე ეკვროდა.

“ღმერთო ჩემო, მე არ შემიძლია, ის ამ გალიაში დავტოვო”, - გაიფიქრა მან. მას შემდეგ ისინი განუყრელი მეგობრები გახდნენ და ამერიკის ყველა შტატი მოიარეს.

მედი ინგლისური მწევარი, ანუ წითელი კუნჰაუნდია. ინგლისური მწევრები ძალიან გულკეთილი, თამაშის მოყვარული და კომუნიკაბელური ძაღლები არიან.

მედის უცნაური უნარი აქვს - სიტყვაზე “გაჩერდი” მას შეუძლია გაშეშდეს ყველაზე უცნაურ პოზებში.
იგი ადვილად იღებს ტაქსაფონის ყურმილს, იზომავს სხვადასხვა ნიღაბსა და ტანსაცმელს, ადის ღობეებზე და ისე პოზირებს,
თითქოს მოდელად იყოს დაბადებული.

"This wild idea" ფოტოგრაფის მორიგი პროექტია ყველაზე სიმპატიურ თანაავტორთან, ძაღლ მედისთან ერთად. ისინი ერთად მოგზაურობენ. მათი დევიზი ფეისბუქზე ასე ჟღერს: “ვიცნობთ ადამიანებს, გვიყვარს ადამიანები, ვცხოვრობთ ოცნებით”.

“დავიბადე და გავიზარდე ჩრდილოეთ კაროლინას შტატის სანაპიროზე. იქაური ქვიშიანი ლანდშაფტის დავიწყება შეუძლებელია. ბავშვობაში დიდ დროს ვატარებდი ბაბუას ფერმაში. არასოდეს დამავიწყდება, როგორ ვიჯექი მის ქოხში და ისტორიებს ვისმენდი, ბუხარში შეშა ყოველთვის ბევრი იყო. სკოლაში ქალაქ სავანაში დავდიოდი (ჯორჯიის შტატი). დავმეგობრდი ჩემს დასთან. ჩემი წინაპრები წარმოშობით აიდაჰოს შტატიდან იყვნენ. მოვიარე 50 შტატი და გავიცანი ჩემი საუკეთესო მეგობარი - მწევარი მედი. დღეს მომწონს იმაზე ფიქრი, რომ ჩემი ფოტოები არსებობენ სადღაც - სოფლის ცხოვრებასა და ქალაქში მცხოვრებთა იდეალებს შორის”.

ტერონ ჰამფრი - იდეოლოგია დოკუმენტალური აუდიო და ფოტოპროექტის "Why We Rescue" (“რატომ ვეხმარებით გადარჩენაში”). პროექტი აშშ-ში მცხოვრებ შინაური ცხოველების ისტორიებზეა და მოგვითხრობს, რამდენად დადებითად ცვლიან ისინი პატრონის სიცოცხლეს. გარდა ამისა, ყველა შტატზე მოდის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ გადაარჩინეს ცხოველი და აიყვანეს თავშესაფრიდან.

ამ ფოტოების ნახვისას კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ მოგზაურობა ერთგულ მეგობართან ერთად ბევრად მხიარული და საინტერესოა.

იხილეთ ფოტოგალერეა

გალერეა
lali
ნეტა ყველა ძაღლს ეგეთი ბედი ერგოს. საყვარელი, რა ბედნიერი ცუგა ყოფილა, ასეთ კეთილ ადამიანს რომ გადაეყარა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?