ძაღლებს შორის აგრესია
ძაღლებს შორის აგრესია
რო­დე­საც ძაღ­ლე­ბი პირ­ვე­ლად ხვდე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს, ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს და­პი­რის­პი­რე­ბის საფ­რთხე, თუმ­ცა, ჩვე­უ­ლებ­რივ, ასე არ ხდე­ბა . აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ ზო­გი­ერ­თი ძაღ­ლი ინ­სტინ­ქტუ­რად აგ­რე­სი­უ­ლი­ა, ამი­ტომ მუ­დამ მზად უნ­და იყოთ მოვ­ლე­ნა­თა სა­ში­ში გან­ვი­თა­რე­ბის­თვის.


დამორჩილება

ეს ძაღ­ლი ცდი­ლობს გა­და­ურ­ჩეს თავ­დამ­სხმელს და იღებს და­მორ­ჩი­ლე­ბის პო­ზას, რი­თაც მი­ა­ნიშ­ნებს, რომ საფ­რთხეს არა­ვის უქ­მნის.


ძაღ­ლი თავ­დას­ხმამ­დე გარ­კვე­ულ რი­ტუ­ალს ას­რუ­ლებს.

სი­ა­ვის დაცხ­რო­ბა
არ­სე­ბობს გად­მო­ცე­მე­ბი, თუ რა როლს ას­რუ­ლებ­დნენ წარ­სულ­ში ავი ძაღ­ლე­ბი. მათ იყე­ნებ­დნენ ბრძო­ლებ­ში და და­უნ­დო­ბელ მო­და­რა­ჯე­ე­ბად. უკ­ვე 100 წელ­ზე მე­ტი­ა, რაც ძაღ­ლე­ბის გა­მო­ფე­ნე­ბი ეწყ­ო­ბა და ყოველთვის იყო გარ­კვე­უ­ლი ჯი­შე­ბის აგ­რე­სი­ის
დო­ნის შემ­ცი­რე­ბის მცდე­ლო­ბე­ბი. ზოგჯერ ეს საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და, რა­საც ადას­ტუ­რებს ინ­გლი­სუ­რი ბულ­დო­გი. მი­სი წი­ნაპ­რე­ბი, XIX
ს. გად­მო­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, სა­შინ­ლად აგ­რე­სი­უ­ლი მებ­რძო­ლი ძაღ­ლე­ბი იყ­ვნენ, ახ­ლა კი ძალ­ზე თვი­ნი­ე­რე­ბი არი­ან რო­გორც ადა­მი­ა­ნე­ბის, ისე თა­ნა­მოძ­მე­ე­ბის მი­მართ. ძაღ­ლებ­ში, რომ­ლე­ბიც ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლე­ბად ჰყავთ, არა­აგ­რე­სი­ულ ხა­სი­ათს სულ უფ­რო დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა. მსოფ­ლი­ოს ზო­გი­ერთ ნა­წილ­ში ძაღ­ლებ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­წან­წა­ლებ­თან, შეხ­ვედ­რი­სას სა­ჭი­როა სიფ­რთხი­ლე _ შე­იძ­ლე­ბა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი იყვნენ ცო­ფით, რის გა­მოც უკი­დუ­რე­სად აგ­რე­სი­უ­ლე­ბი და სა­ხი­ფა­თო­ნი არი­ან.

ბრძო­ლის რი­ტუ­ა­ლი
ნამ­დვილ თავ­დას­ხმა­ზე გა­დას­ვლამ­დე ძაღ­ლე­ბი ატა­რე­ბენ თა­ვი­სე­ბურ რი­ტუ­ალს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან სწრა­ფად სრულ­დე­ბა და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში დრო­უ­ლად მისი შემ­ჩნე­ვა ძნე­ლი­ა. მათ ზე­და ტუ­ჩი სულ უფ­რო მაღ­ლა ააქვთ და კბი­ლებს აჩე­ნენ, იმავ­დრო­უ­ლად ღრე­ნას უმა­ტე­ბენ – ამ ვი­ზუ­ა­ლური და ხმო­ვა­ნი გაფ­რთხი­ლე­ბით გა­მო­ხა­ტა­ვენ აგ­რე­სი­ულ გან­წყო­ბას. ამას ძაღ­ლი უფ­რო შე­სა­ში­ნებ­ლად აკე­თებს, ვიდ­რე ნამ­დვი­ლი თავ­დას­ხმის­თვის. თუ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე გა­იქ­ცე­ვა, აგ­რე­სი­აც გა­უქ­რე­ბა და მხო­ლოდ მოკ­ლე მან­ძილ­ზე თუ გა­მო­ე­დევ­ნე­ბა, თა­ნაც ფი­ზი­კურ ზი­ანს არ მი­აყ­ენებს – უბ­რა­ლოდ გაქ­ცე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს. მაგ­რამ თუ მე­ტო­ქემ ად­გი­ლი­დან ფე­ხი არ მო­იც­ვა­ლა, გა­ი­მარ­თე­ბა ორ­თაბ­რძო­ლა. და­ი­მახ­სოვ­რეთ, რომ ლეკ­ვე­ბი არ არი­ან აგ­რე­სი­უ­ლე­ბი. სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია და სწო­რი გაწ­ვრთნა, კას­ტრა­ცი­ას­თან ერ­თად კარ­გი წი­ნა პი­რო­ბაა სა­ი­მი­სოდ, რომ ძაღ­ლებ­მა ზრდას­რულ ასაკ­შიც შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ მშვი­დო­ბის­მოყ­ვა­რეო­ბა.

მე­სა­კუთ­რის აგ­რე­სია
მარ­თა­ლი­ა, დი­დი ძაღ­ლე­ბი ხში­რად ყვე­ლა­ზე აგ­რე­სი­უ­ლე­ბი ჰგო­ნი­ათ, მაგ­რამ მათ არც ფი­ნი­ე­ბი ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბი­ან, რად­გან გა­მე­ტე­ბით და მტკივ­ნე­უ­ლად იკ­ბი­ნე­ბი­ან. ბევ­რი ფი­ნია ნაკ­ლე­ბად ავ­ლენს ტე­რი­ტო­რი­ულ აგ­რე­სი­ას, თუმ­ცა იქ­ცე­ვა რო­გორც მე­სა­კუთ­რე. ეს ხში­რად და­კავ­ში­რე­ბუ­ლია საყ­ვა­რელ სა­თა­მა­შოს­თან _ არ უნ­და, სხვას და­უთ­მოს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, ლეკ­ვო­ბი­დან­ვე გაწ­ვრთნათ ცხო­ვე­ლი _ ბრძა­ნე­ბა­ზე და­აგ­დოს ნივ­თე­ბი და მშვი­დად მოგ­ცეთ პი­რის გახ­სნის ნე­ბა. ამით ზრდას­რულ ძაღ­ლთან ამ­გვა­რი სირ­თუ­ლე­ე­ბი აღარ შე­გექ­მნე­ბათ.

ცრუ მა­კე­ო­ბა

ეს ძალ­ზე სპე­ცი­ფი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გვხვდე­ბა გა­უ­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბელ ძუ­ებ­ში უკა­ნას­კნე­ლი სის­ხლდე­ნი­დან და­ახ­ლო­ე­ბით რვა კვი­რის შემ­დეგ. ცრუ მა­კე­ო­ბა იწყ­ე­ბა ძუს ქცე­ვის შეც­ვლით: იგი მო­უს­ვე­ნა­რია და შე­სამ­ჩნე­ვად ეჩ­ვე­ვა ერთ რო­მე­ლი­მე სა­თა­მა­შოს, რო­მელ­საც თან და­ა­ტა­რებს. თუ შე­ეც­დე­ბით მის წარ­თმე­ვას, აშ­კა­რად გა­ავ­დე­ბა და შე­იძ­ლე­ბა გიკ­ბი­ნოთ კი­დეც. ჰორ­მო­ნული ცვლი­ლე­ბე­ბის გა­მო უვი­თარ­დე­ბა მა­კე­ო­ბის ნიშ­ნე­ბი, მა­გა­ლი­თად, უდიდ­დე­ბა სარ­ძე­ვე ჯირ­კვლე­ბი, ზოგ­ჯერ ეწყ­ე­ბა რძის გა­მო­ყო­ფაც. ლეკ­ვე­ბის არარ­სე­ბო­ბის გა­მო მას თა­ვი­სი დე­დობ­რი­ვი სიყ­ვა­რუ­ლი სა­თა­მა­შო­ზე გა­და­აქვს და ნე­ბის­მი­ერ ფა­სად იცავს.


რჩევა
ძაღ­ლე­ბი აგ­რე­სი­ას უფ­რო გარშემომყოფთა შე­სა­ში­ნებ­ლად ავ­ლე­ნენ, ვიდ­რე საჩხ­უბ­რად.

ფრთხილად!
ხვა­დის კას­ტრი­რე­ბა აგ­რე­სი­ის შე­სამ­ცი­რებ­ლად მი­ზან­შე­წო­ნი­ლია შე­და­რე­ბით ად­რე­ულ, რო­გორც წე­სი, 6-12 თვის ასაკ­ში.
rio
ქარტულად წერეტ რააა/ რა არისს კასტირება დაწერე ეს დედაატირებული დაკოდვა! ან სასქესო ჯირკვლების ამოჯრა. რუსეტი ამის გამო არ გვინდოდა ენას ვკარგავტო ახლა არ ვკარგავტ ინგლისურიტ? მერე ნახევარმა საქარტველომ არ იცის ეს ინგლისური და გაააგებინე კასტრირება რა არის
tutashxia
რა კასტრირება, ძაღლებს ნუ აფუჭებთ ფარჩაკებოოო
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?