აჯილითი - ძაღლების შეჯიბრება სიმარჯვეში
აჯილითი - ძაღლების შეჯიბრება სიმარჯვეში
სი­მარ­ჯვე­ში, იმა­ვე აჯი­ლი­თი­ში, შე­ჯიბ­რების დროს თქვე­ნი მღელ­ვა­რე­ბა უმაღ­ლეს წერ­ტილს მი­აღ­წევს . არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, მო­ნა­წი­ლე ხართ და ძაღლს დაჰ­ყვე­ბით, თუ უბ­რა­ლო მა­ყუ­რე­ბე­ლი. შე­ჯიბ­რებაში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­უძ­ლია ყვე­ლა ტიპის ძაღლს, წმინ­და სის­ხლის ინ­დი­ვი­დებ­საც და უჯი­შო­ებ­საც. ისი­ნი ერ­თმა­ნეთს დად­გე­ნი­ლი დრო­ის ფარ­გლებ­ში სხვა­დას­ხვა სა­ხის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის დაძ­ლე­ვა­ში ეჯიბ­რე­ბი­ან.

კონ­კურ­სის წარ­მო­შო­ბა
სი­მარ­ჯვე­ში ძაღ­ლე­ბის შე­ჯიბ­რების იდეა გაჩ­ნდა 1970-ი­ა­ნი წლე­ბის მი­წუ­რულს კრაფ­ტის ცნო­ბილ გა­მო­ფე­ნა­ზე ლონ­დონ­ში (ინ­გლი­სი). თავ­და­პირ­ვე­ლად შე­ჯიბ­რება ეწყ­ო­ბო­და საცხ­ე­ნოს­ნო სპორ­ტუ­ლი შე­ჯიბ­რე­ბის მსგავ­სად, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მთელ მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცე­ლე­ბულ სპორ­ტად იქ­ცა. თუმ­ცა დღე­საც არ არ­სე­ბობს შე­ჯიბ­რე­ბის სტან­დარ­ტე­ბი და მო­ნა­წი­ლე
ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი სა­კუ­თა­რი წე­სე­ბით მოქ­მე­დე­ბენ. მო­ნა­წი­ლე ძაღ­ლე­ბი და­ყო­ფი­ლი არიან სხე­უ­ლის ზო­მის, ასე­ვე გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ხედ­ვით. მთა­ვა­რი მი­ზა­ნი­ა,
და­ვა­ლე­ბე­ბის სწრა­ფად შეს­რუ­ლე­ბა, ნაკ­ლე­ბი შეც­დო­მე­ბით. ჯა­რი­მა ინიშ­ნე­ბა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბის გად­მოგ­დე­ბის, გა­მო­ტო­ვე­ბის ან ზან­ტად მოძ­რა­ო­ბის გა­მო.

სლა­ლო­მი

ძაღ­ლის­თვის ეს ერ­თ-ერ­თი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბაა აჯი­ლი­თის კურ­სში. მან პირ­ველ ბოძს უნ­და შე­მო­უ­ა­როს მარ­ცხე­ნა მხრი­დან, შემ­დეგ გაძ­ვრეს და გა­მოძ­ვრეს და­ნარ­ჩენ ბო­ძებს შო­რის ისე, რომ ერ­თიც არ გა­მო­ტო­ვოს. ბო­ძე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს თორ­მეტ­ზე მე­ტი, მათ შო­რის და­შო­რე­ბა _ 51სმ-მდე.

Zooclub

წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი

კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე ძაღ­ლებს მრა­ვა­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­და­ლახ­ვა მო­ე­ლით.

წვრთნის დაწყ­ე­ბა

სი­მარ­ჯვე­ში ძაღლს ხში­რად ლეკ­ვო­ბი­დან­ვე წვრთნი­ან. ამის­თვის ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ელე­მენ­ტა­რუ­ლი პი­რო­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, მა­გა­ლი­თად, სი­მაღ­ლე­ზე ხტო­მის­თვის ხა­რი­ხის სი­მაღ­ლის და­რე­გუ­ლი­რე­ბა ისე, რომ ძაღ­ლმა თა­ვი არ და­ი­ზი­ა­ნოს. შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა, კონ­კურ­სში სა­ვა­რა­უ­დო მო­ნა­წი­ლე ძაღ­ლი სახ­ლშიც გაწ­ვრთნათ, მაგ­რამ უფ­რო მი­ზან­შე­წო­ნი­ლი იქ­ნე­ბა თქვე­ნი მის­ვლა ად­გი­ლობ­რივ კლუბ­ში, სა­დაც სპეციალისტები ბევრ სა­კითხ­ში და­გეხ­მა­რე­ბი­ან. თქვენ მო­გეთხ­ო­ვე­ბათ ძაღ­ლის გვერ­დით ირ­ბი­ნოთ მი­თი­თე­ბე­ბის მი­სა­ცე­მად (სი­მარ­ჯვის ტი­პუ­რი კურ­სის­თვის სა­ჭი­როა 30 X 30 მ ტე­რი­ტო­რი­ა), ამი­ტომ შე­იძ­ლე­ბა თა­ვა­დაც დაგ­ჭირ­დეთ ვარ­ჯი­ში. ასე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ა, კონ­კურ­სის დაწყ­ე­ბამ­დე კარ­გად გა­ეც­ნოთ მის პი­რო­ბებს.

სუ­ლის მოთ­ქმა
სი­მარ­ჯვე­ში წვრთნის კურ­სი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის დაძ­ლე­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებს და ყვე­ლა­ფე­რი რო­დია სიჩ­ქა­რე­ზე გათ­ვლი­ლი. კურ­სის ერ­თ-ერ­თი ნა­წი­ლია გა­ჩე­რე­ბა სპე­ცი­ა­ლურ მა­გი­და­ზე, სა­დაც ძაღ­ლმა უნ­და შე­ის­ვე­ნოს _ რო­გორც წე­სი, ხუ­თი წა­მით დაწ­ვეს ან დაჯ­დეს.

Zooclub

კი­ბე­ე­ბი და და­ფე­ბი
სი­მარ­ჯვე­ში წვრთნის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია დაბ­რკო­ლე­ბებ­ზე ცოც­ვით ას­ვლა-­ჩა­მოს­ვლა. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს გო­რა­კი – შე­ერ­თე­ბუ­ლი ორი დახ­რი­ლი ფი­ცა­რი, ბუ­მი –1 მ სი­მაღ­ლე­ზე მდე­ბა­რე ბა­ქა­ნი, რომ­ლის­კე­ნაც ქვე­მო­დან მო­ე­მარ­თე­ბა ორი და­ფა. არის გა­და­სას­ვლე­ლე­ბიც – შე­მაღ­ლე­ბუ­ლი ბა­ქა­ნი და მი­წი­დან მის­კენ მი­მა­ვა­ლი რამ­დე­ნი­მე და­ფა. ძაღლს ევა­ლე­ბა ინ­სტრუქ­ტო­რის მი­ერ მი­თი­თე­ბულ და­ფებ­ზე ას­ვლა-­ჩა­მოს­ვლა. უფ­რო რთუ­ლია სა­ქა­ნე­ლა – ამ დროს ძაღ­ლი საყ­რდენ­ზე მოძ­რა­ვად და­მაგ­რე­ბუ­ლი ფიც­რის ერთ მხა­რეს მი­ირ­ბენს და მას­ზე შედ­გე­ბა. ფი­ცა­რი მი­სი წო­ნის გა­მო და­ეშ­ვე­ბა, ძაღ­ლმა კი მას­ზე უნ­და გა­ირ­ბი­ნოს და მე­ო­რე მხა­რეს მი­აღ­წი­ოს. ამ და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბას პა­ტა­რა ძაღ­ლე­ბი ოდ­ნავ მეტ დროს ან­დო­მე­ბენ, რად­გან წო­ნა ნაკ­ლე­ბი აქვთ, ამი­ტომ მათ და­მა­ტე­ბი­თი დრო ეძ­ლე­ვათ.

Zooclub

გვი­რა­ბე­ბი

ტე­რი­ე­რის ტი­პის ძაღ­ლებს ყვე­ლა­ზე მარ­ჯვედ გა­მოს­დით შე­ჯიბ­რება გვი­რა­ბის გავ­ლა­ში. გვი­რა­ბი სწორ­ხა­ზო­ვა­ნი ან დახ­ვე­უ­ლი­ა, ისე­თი სი­გა­ნი­ს, რომ ძაღ­ლმა მას­ში გავ­ლა ად­ვი­ლად შეძ­ლოს. არ­სე­ბობს ე.წ. რბი­ლი გვი­რა­ბი – მოკ­ლე ცი­ლინ­დრი, რომ­ლის ერთ ბო­ლო­ში მი­მაგ­რე­ბუ­ლია სიგ­რძე­ზე გა­კე­რი­ლი ქსო­ვი­ლი. ძაღ­ლმა მას­ში უნ­და გა­იკ­ვლი­ოს გზა და გა­რეთ გა­მო­ვი­დეს.

Zooclub

ხტო­მე­ბი

სახ­ტო­მი ბა­რი­ე­რე­ბი სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი­ა. მი­სი ხა­რი­ხე­ბი გან­ლა­გე­ბუ­ლია ერ­თი­მე­ო­რის ზე­მოთ ან გარ­კვე­უ­ლი კუთხ­ით, რა­თა ძაღ­ლმა ორ­მა­გი ან სამ­მა­გი ნახ­ტო­მის გა­კე­თე­ბა შეძ­ლოს. ხა­რი­ხის სი­მაღ­ლე ძაღ­ლის სი­მაღ­ლის მი­ხედ­ვით უნ­და და­რე­გუ­ლირ­დეს.

ბორ­ბა­ლი

შე­ჯიბ­რების მო­ნა­წი­ლე ძაღლები სალ­ტე­ში, ამ შემ­თხვე­ვა­ში ბორ­ბალ­ში, ხტე­ბიან.

მასალა მომზადებულია "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული წიგნის "რაზე მეტყველებს ძაღლის ქცევა" მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?