როგორ ხვდებიან ძაღლები სტუმრებს...
როგორ ხვდებიან ძაღლები სტუმრებს...
თქვენ­თან მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბის მი­მართ ძაღ­ლის რე­აქ­ცია ნა­წი­ლობ­რივ და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, იც­ნობს თუ არა მათ, ნა­წი­ლობ­რივ კი ძაღ­ლის ჯიშ­ზე, აგ­რეთ­ვე, გაწ­ვრთნა­ზე. ზო­გი­ერთ ძაღლს ძალ­იან უხა­რია კარ­გად ნაც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის სტუმ­რო­ბა.

მო­და­რა­ჯის ინ­სტინ­ქტი
ძაღ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­და­რა­ჯე ჯი­შე­ბად გა­მო­იყ­ვა­ნეს, ტე­რი­ტო­რი­ას უფ­რო გულ­მოდ­გი­ნედ იცა­ვენ და მე­ტად ამ­ჟღავ­ნე­ბენ მომ­სვლე­ლე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით უც­ნო­ბე­ბის, მი­მართ უნ­დობ­ლო­ბას. კომ­პა­ნი­ო­ნი ჯი­შე­ბი, პი­რი­ქით, გა­ცი­ლე­ბით კე­თილ­გან­წყო­ბილ­ნი არი­ან სტუმ­რე­ბის მი­მართ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ძაღ­ლე­ბის გაწ­ვრთნა – სტუმ­რებს, აგ­რე­სი­უ­ლად არ შეხ­ვდნენ.

ორ­მხრი­ვი რე­აქ­ცია
უბ­რა­ლოდ და­აკ­ვირ­დით ძაღ­ლის ქცე­ვას, რო­დე­საც სტუ­მა­რი მო­ვა და ად­ვი­ლად მიხ­ვდე­ბით, რომ მას­ზე გავ­ლე­ნას ახ­დენს სტუმ­რის რე­აქ­ცი­ა.
თუ ის ძაღლს გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მი­უ­ახ­ლოვ­და, ისიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, აგ­რე­სი­ით უპა­სუ­ხებს, თა­ვი­დან ღრე­ნას და­იწყ­ებს, შემ­დეგ გა­მაფ­რთხი­ლე­ბელ გაცხ­ა­რე­ბულ
ყე­ფა­ზე გა­და­ვა. ძაღ­ლის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თქვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც - თუ დარ­წმუნ­და, რომ სტუმ­რის ყოფ­ნა არ გაშ­ფო­თებთ, მა­ლე და­კარ­გავს მის­და­მი ინ­ტე­რესს და წა­მოწ­ვე­ბა.

საფ­რთხე

თუ ძაღ­ლი ღრე­ნის დროს კბი­ლებს გა­მო­ა­ჩენს, ეს პირ­და­პი­რი მუ­ქა­რის ნი­შა­ნი­ა.

აღელ­ვე­ბუ­ლი ყე­ფა
სტუმ­რის მოს­ვლას­თან ერ­თად ძაღ­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, რამ­დენ­ჯერ­მე მოკ­ლედ და ჩქარ­-ჩქა­რა ყე­ფს, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, თუ ყუ­რადღ­ე­ბას არ აქ­ცე­ვენ. ის მომ­სვლელს შეს­ცქე­რის და მის რე­აქ­ცი­ას ელო­დე­ბა.

ფრთხილად
ძაღ­ლმა მტკივ­ნე­უ­ლი და­კაწ­ვრა იცის. ამი­ტომ რე­გუ­ლა­რუ­ლად გა­უ­სინ­ჯეთ ბრჭყა­ლე­ბი, რომ ზედ­მე­ტად არ გა­ე­ზარ­დოს და ბო­ლო­ში წვე­ტი­ა­ნი არ გა­უხ­დეს.

გუ­ლი­თა­დი შე­გე­ბე­ბა
ძაღლს ად­ვი­ლად შე­უძ­ლია ხში­რი სტუმ­რე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბა და მათ სი­ხა­რუ­ლით ხვდე­ბა. ბევ­რი ძაღ­ლი ცდი­ლობს, მო­სულს შე­ახ­ტეს, რა­თა მის სა­ხეს ცხვი­რი მი­ა­დოს და დაყ­ნო­სოს. ძაღ­ლე­ბი ხომ ჩვე­უ­ლებ­რივ ასე ესალ­მე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს. ასეთ­მა გუ­ლი­თად­მა შეხ­ვედ­რამ შე­საძ­ლოა, თქვენ გა­გამ­ხი­ა­რუ­ლოთ, მაგ­რამ სტუ­მა­რი შე­ა­ში­ნოს – გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ დი­დი ძაღ­ლი გყავთ, ამი­ტომ ამ­გვარ ქცე­ვას არ უნ­და მი­აჩ­ვი­ოთ. ძაღ­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ყე­ფა­საც და­იწყ­ებს, მაგ­რამ უფ­რო თა­მა­შის და არა გაფ­რთხი­ლე­ბის მიზ­ნით (თუმ­ცა, სტუმ­რის­თვის ალ­ბათ რთუ­ლი იქ­ნე­ბა ამის გან­სხვა­ვე­ბა!). შე­იძ­ლე­ბა, რამ­დენ­ჯერ­მე შე­მო­ურ­ბი­ნოს კი­დეც, მე­რე გა­იქ­ცეს და სა­თა­მა­შო­თი დაბ­რუნ­დეს იმ იმე­დით, რომ სტუ­მა­რიც ეთა­მა­შე­ბა.

ყე­ფა ტე­რი­ტო­რი­ის დაც­ვის დროს

სა­კუთ­რე­ბის, მათ შო­რის ტე­რი­ტო­რი­ის, დაც­ვის დროს ძაღ­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა აგ­რე­სი­უ­ლე­ბი იყ­ვნენ. ყვე­ლა­ზე აშ­კა­რად ეს ჩანს ყე­ფის მა­ნე­რა­ში. თუ უც­ნო­ბის ყოფ­ნას აღ­მო­ა­ჩენს, შე­და­რე­ბით ხმა­მაღ­ლა ყეფს და ამით უფ­რო დი­დი ძაღ­ლის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს, ვიდ­რე სი­ნამ­დვი­ლე­ში­ა. ძაღ­ლის ძი­რი­თა­დი ფუნ­ქციაა – პატ­რონს შე­ატყ­ო­ბი­ნოს უცხო ადა­მი­ა­ნის ყოფ­ნის შე­სა­ხებ და ეს ყე­ფა მი­სი­ვე ბრძა­ნე­ბით უნ­და შეწყ­ვი­ტოს. და­ახ­ლო­ე­ბით ასე იცავს თა­ვის ტე­რი­ტო­რი­ას მგლის ხრო­ვაც, რომ­ლის წევ­რე­ბი უცხ­ოს აღ­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე ერ­თმა­ნეთს აფ­რთხი­ლე­ბენ მი­სი შე­მოჭ­რის შე­სა­ხებ. რო­გორც კი ძაღ­ლი და­უ­პა­ტი­ჟე­ბე­ლი სტუმ­რის ვი­ნა­ო­ბას და­ად­გენს, სხვაგ­ვა­რად იქცევა - თუ კარ­გი ნაც­ნო­ბი აღ­მოჩ­ნდე­ბა, ზე­მო­აღ­წე­რი­ლი მა­ნე­რით მი­ე­სალ­მე­ბა.

კუ­დის ქი­ცი­ნი
ძაღ­ლი მაღ­ლა აწე­უ­ლი კუ­დის ქი­ცი­ნით ად­ვი­ლად გამ­ცნობთ თა­ვის აღ­ტა­ცე­ბას. ჯი­შებს, რო­მელ­თაც ასე­თი ქცე­ვა ახა­სი­ა­თებთ, პუ­დე­ლიც მი­ე­კუთ­ვნე­ბა.

ყე­ფა თუ კბე­ნა?
ბევ­რმა ძაღ­ლმა, მათ შო­რის ამ ლაბ­რა­დორ რეტ­რი­ვერ­მაც, იცის ბო­ხი ხმით, ხში­რად შე­მა­ში­ნებ­ლად ყე­ფა. ეს საკ­მა­რი­სი­ა, რომ მომ­სვლე­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ ჭიშ­კრის გა­რეთ და­ი­ცა­დოს, ვიდ­რე ძაღლს მო­უხ­მობთ და შიგ­ნით შე­იყ­ვანთ. იშ­ვი­ა­თად ვინ­მე გა­ბე­დავს მას­თან შე­საძ­ლო და­პი­რის­პი­რე­ბას. თუმ­ცა ძაღ­ლე­ბი მომ­სვლე­ლებს იშ­ვი­ა­თად ეს­ხმი­ან თავს: თუ მა­ინც მოხ­და და ვინ­მე გა­უფ­რთხი­ლებ­ლად შე­მო­ვი­და – ისი­ნი უბ­რა­ლოდ გა­აგ­რძე­ლე­ბენ ყე­ფას.

ყუ­რადღ­ე­ბის მო­ლო­დინ­ში
ბევრ ძაღლს, მათ შო­რის პუ­დელს, საკ­მა­ოდ კარ­გად გა­მოს­დის უკა­ნა ფე­ხებ­ზე დგო­მა. ასე ისი­ნი ნაც­ნობ სტუმ­რებს ესალ­მე­ბი­ან. ეს ყუ­რადღ­ე­ბის მიქ­ცე­ვის ხერხია – მათ უნ­და და­ი­ნა­ხონ, რომ მი­ტო­ვე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან.


მასალა მომზადებულია "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული წიგნის "რაზე მეტყველებს ძაღლის ქცევა" მიხედვით

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?