როგორ გვესალმებიან ძაღლები...
როგორ გვესალმებიან ძაღლები...
ძაღ­ლე­ბი ძალ­იან ემო­ცი­უ­რად ხვდე­ბი­ან თქვე­ნი ან ოჯა­ხის რო­მე­ლი­მე წევ­რის შინ დაბ­რუ­ნე­ბას. მახ­ვი­ლი სმე­ნი­სა და დრო­ის თან­და­ყო­ლი­ლი შეგ­რძნე­ბის წყა­ლო­ბით, მათ ზუს­ტად იციან, რო­დის მოხ­ვალთ (გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ეს ხდე­ბა ყო­ველ­დღე ერ­თსა და იმა­ვე დროს) და გე­ლო­დე­ბიან.

ემო­ცი­უ­რი ყე­ფა
თქვენ­მა ძაღ­ლმა შე­იძ­ლე­ბა და­გი­ყე­ფოთ, რო­დე­საც კარ­ზე და­ა­კა­კუ­ნებთ ან სა­კეტ­ში გა­სა­ღებს გა­უყ­რით, მაგ­რამ ეს არ იქ­ნე­ბა უცხ­ო­ე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი, აშ­კა­რად შე­მა­ში­ნე­ბე­ლი სიგ­ნა­ლე­ბი. პი­რი­ქით, ის ამით თა­ვის სი­ხა­რულს გა­მო­ხა­ტავს და სახ­ლში თქვენს შე­მოს­ვლამ­დე, მხოლოდ ერ­თი­-ორ­ჯერ თუ და­ი­ყე­ფებს.

თვა­ლე­ბით მი­სალ­მე­ბა
ძაღ­ლი შე­ეც­დე­ბა თქვე­ნი ყუ­რადღ­ე­ბის მიქ­ცე­ვას. იგი შე­იძ­ლე­ბა, მო­გაშ­ტერ­დეთ,
რაც მი­სე­უ­ლი მი­სალ­მე­ბის ნა­წი­ლი­ა.

ჩუს­ტე­ბის მო­ტა­ნა
ძაღ­ლე­ბი ხა­ლი­სით სწავ­ლო­ბენ ყვე­ლა სა­ხის ნივ­თის მო­ტა­ნას. ეს პატ­რონ­თან
თა­მა­შის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მათ. შე­გიძ­ლი­ათ, თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი მე­გო­ბა­რი ისე გაწ­ვრთნათ, რომ შინ დაბ­რუ­ნე­ბულს ჩუს­ტე­ბი მო­გირ­ბე­ნი­ნოთ.

უნი­კა­ლუ­რი უნა­რე­ბი
ძაღ­ლებს შე­უძ­ლი­ათ სხვა­დას­ხვა მან­ქა­ნის ხმის გარ­ჩე­ვა და მაშინვე ცნო­ბენ პატ­რო­ნის მან­ქა­ნას. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ თქვენ­თან ერ­თად ხან­და­ხან მან­ქა­ნით და­დის და ახ­ლო­დან ეს­მის ძრა­ვის ხმა. გარ­და ამი­სა, მახ­ვი­ლი სმე­ნის წყა­ლო­ბით, აუ­ცი­ლებ­ლად ამო­იც­ნობს თქვე­ნი ფე­ხის ხმას, რო­დე­საც სახლს მოუახ­ლოვ­დე­ბით. თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი თა­ვი­სე­ბუ­რად და­დის და ძაღ­ლიც ამის მი­ხედ­ვით ად­გენს პატ­რო­ნის მოს­ვლას მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც მი­სი ხმა არ ეს­მის. შინ მის­ვლი­სას შე­იძ­ლე­ბა მო­გეჩ­ვე­ნოთ, რომ ძაღლს სძი­ნავს, მაგ­რამ ის ფხიზ­ლობს და ელო­დე­ბა, რო­დის შე­მოხ­ვალთ სახ­ლში.

Zooclub

შე­გე­ბე­ბა
რო­გორც კი შინ შე­მოხ­ვალთ, თქვე­ნი ძაღ­ლი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით მო­გე­სალ­მე­ბათ. შე­იძ­ლე­ბა, შე­მო­გახ­ტეთ, ფე­ხებ­ში გა­გებ­ლან­დოთ, და­გიწყ­ოთ დაყ­ნოს­ვა, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ სხვა ძაღლს ან კა­ტას შე­ე­ხეთ. ის ამ დროს გე­ხა­ხუ­ნე­ბათ, რი­თიც თქვენს ტან­საც­მელ­ზე თა­ვის სუნს ტო­ვებს. ამას­თა­ნა­ვე, თქვე­ნი და­ნახ­ვით გა­მოწ­ვე­უ­ლი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბის ნიშ­ნად, გაცხ­ა­რე­ბით იქ­ნევს კუდს.

დამ­შვი­დე­ბა
ახალ­გაზ­რდა ძაღ­ლი ასე იქ­ცე­ვა ინ­სტინ­ქტუ­რად, მაგ­რამ მას­ზე გავ­ლე­ნას ახ­დენს თქვე­ნი მი­სალ­მე­ბის მა­ნე­რაც: თუ ყუ­რადღ­ე­ბას მი­აქ­ცევთ და მო­ე­ფე­რე­ბით, ის სწრა­ფად დამ­შვიდ­დე­ბა და დაწ­ვე­ბა, შე­საძ­ლო­ა, და­ი­ძი­ნოს კი­დეც. თუ ძაღ­ლი სა­ერ­თოდ არ შე­გე­გე­ბათ, სა­ვა­რა­უ­დო­ა, თავს ცუ­დად გრძნობ­დეს.

Zooclub

შე­ხე­ბა
ზო­გი­ერ­თი ძაღ­ლი, მა­გა­ლი­თად ეს ლაბ­რა­დორ რეტ­რი­ვე­რი, წი­ნა თა­თებს ხე­ლე­ბი­ვით იყე­ნებს და პატ­რო­ნის შე­ხე­ბას ცდი­ლობს.

გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ყნოს­ვა
უაღ­რე­სად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ყნოს­ვის წყა­ლო­ბით, ძაღლს შე­უძ­ლია, მიხ­ვდეს, სად იყა­ვით და სა­ვა­რა­უ­დოდ, რას აკე­თებ­დით.

შეხ­ტო­მა
ახალ­გაზ­რდა ან პა­ტა­რა ძაღ­ლე­ბი, მა­გა­ლი­თად ბიგ­ლის ეს ლეკ­ვი, ხში­რად შე­ახ­ტე­ბი­ან ხოლ­მე პატ­რონს, რად­გან სხვაგ­ვა­რად ვერ სწვდე­ბი­ან. სახ­ლში შეს­ვლის­თა­ნა­ვე მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რადღ­ე­ბა ძაღლს და ისიც თავს მი­ტო­ვე­ბუ­ლად აღარ ჩათ­ვლის. ამით ად­ვი­ლად გა­და­აჩ­ვევთ შე­მოხ­ტო­მას.

ფრთხილად!
ნუ მის­ცემთ ძაღლს ნებას, ქუ­ჩა­ში გა­მო­გე­გე­ბოთ, რად­გან აღ­ტა­ცე­ბულ­მა ამ დროს შე­იძ­ლე­ბა, ქუ­ჩა გა­დაკ­ვე­თოს და შე­დე­გად, გამ­ვლელ­მა მან­ქა­ნამ იმ­სხვერ­პლოს.

მასალა მომზადებულია "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული წიგნის "რაზე მეტყველებს ძაღლის ქცევა" მიხედვით


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?