როგორი კვება სჭირდება ძაღლს ზამთარში
როგორი კვება სჭირდება ძაღლს ზამთარში
ზამთარში შინაურ ცხოველს განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება. ზამთრის დადგომასთან ერთად, მეპატრონეთა მსგავსად, ძაღლებსაც ეცვლებათ ფიზიკური აქტიურობის დონე და კვებითი ჩვევები. ზამთარში ცხოველი დიდ ენერგიას გათბობას ახარჯავს, ამიტომაც მისი კვების რაციონი ადაპტაციას საჭიროებს. მეპატრონეთა დიდმა ნაწილმა კი არ იცის თუ რამდენად მნიშვნელოვანია ზამთარში ძაღლის კვების რაციონის შეცვლა. წარმოგიდგენთ რეკომენდაციებს იმაზე, თუ როგორ უნდა გამოკვებოთ ზამთარში ძაღლი, რათა ცივ დღეებში მან ჯანმრთელობა შეინარჩუნოს.

გაზარდეთ კალორიების რაოდენობა
თუ თქვენი ძაღლი დიდ დროს ატარებს გარეთ, გაზარდეთ მისი საკვების დღიური ოდენობა. მაგალითად, თუ აჭმევდით დღეში ერთხელ,
შეგიძლიათ გადაიყვანოთ დღეში ორ ან სამ პატარა ულუფაზე. ან მარტივად, შეცვალეთ მისი საკვები უფრო მაღალი
კალორიის მქონე სუპერ პრემიუმ ხარისხის საკვებით.

შეამცირეთ საკვების ოდენობა
თუ თქვენი ძაღლი ზამთარში ჭარბი წონის პრობლემას განიცდის, სპეციალისტები გირჩევთ, რომ მისი საკვები ნაკლებად კალორიულით ჩაანაცვლოთ. ეცადეთ, თქვენი ოთხფეხა მოზომილ კვებაზე გადაიყვანოთ, არ დაუყაროთ მას საჭმელი მთელი დღისთვის. საკვების რაოდენობის შემცირება უნდა მოხდეს ეტაპობრივად, რომ შიმშილმა ძაღლი არ გააღიზიანოს. თუ დიეტური საკვების გამოყენებას გადაწყვეტთ, ყურადღებით შეარჩიეთ საკვები. გაითვალისწინეთ რომ სხვადასხვა ბრენდის დიეტურ საკვებს სხვადასხვა კალორიულობა აქვს, ზოგი მათგანი შესაძლოა, ჩვეულებრივ საკვებზე მეტად კალორიულიც იყოს. თუ არჩევანის გაკეთება გიჭირთ, შეგიძლიათ იხილოთ ესპანური წარმოშობის მაღალი ხარისხის დიეტური საკვები დიბაქი DNM DIETETIC, რომელიც განკუთვნილია ზრდასრული ძაღლისთვის და დაბალი რაოდენობის ენერგიის შემცველობა აქვს.

გამოიყენეთ საკვები დანამატები
ძაღლებისთვის წარმოებული მშრალი საკვების უმეტესობა სრული და დაბალანსებულია, რათა თქვენმა ოთხფეხამ სიცოცხლის კონკრეტულ ეტაპზე საჭირო ოდენობის კალორია, მინერალები თუ ვიტამინები მიიღოს. თუმცა, ამას გარდა, არსებობს სპეციალური საკვები დანამატები, რომლებიც განსაკუთრებულად შეიძლება დაეხმაროს თქვენს ძაღლს თუნდაც საჭმლის მონელებაში, იმუნიტეტის გაძლიერებაში და სხვა. ამ მხრივ გამოირჩევა ჩეხური ბრენდის კანვიტის საკვები დანამატების სერია ცხოველების ჯანმრთელობისათვის. თქვენი ოთხფეხას იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, მაგალითად, შეგიძლიათ შეიძინოთ ნახევრად სველი სნექი - კანვიტი Immunity.

იზრუნეთ სახსრების ჯანმრთელობაზე
ზამთრის ცივ დღეებში, მშრალმა ამინდმა დიდი გავლენა შეიძლება იქონიოს ძაღლის სახსრებზე. თუ თქვენი ძაღლი ასაკოვანია და მიდრეკლია ართრიტისკენ, ყურადღება უნდა მიაქციოთ მის კვებას. სახსრებისთვის კარგია გლუკოზამინი და ქონდროიტინი, ასევე ომეგას ცხიმოვანი მჟავები. შესაბამისად, შეარჩიეთ საკვები, რომლებიც ამ ინგრედიენტებს შეიცავს ან დღის რაციონში დაუმატეთ დიეტური საკვები დანამატი. თუ თქვენ დიდი ჯიშის მეძუძური ძაღლი ან/და ლეკვი გყავთ, ამ შემთხვევაში საუკეთესო არჩევანი იქნება მაღალი პრემიუმ ხარისხის მშრალი საკვები - დიბაქი DNM Puppy maxi.

ყურადღება მიაქციეთ მისი კანის სიჯანსაღეს
მშრალ და ცივ ამინდს დიდი გავლენა აქვს ძაღლის კანზეც. კანის გაშრობის თავიდან არიდება შეიძლება სპეციალურად კანისა და ტყავისთვის გამოშვებული საკვები დანამატებით. ყურადღება მიაქციეთ მშრალი საკვების შემცველობასაც. მაგალითად, კარგი ბუნებრივი დამატენიანებელია ქოქოსის ზეთი, რომელიც ძაღლს ეხმარება კანისა და ტყავის სიჯანსაღის შენარჩუნებაში. თქვენი ძაღლის კანის ჯანმრთელობას შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ ისეთი საკვებით, რომელიც შეიცავს უამრავ ომეგას ცხიმოვან მჟავას. მაგალითისთვის, ესპანური ბრენდის დიბაქის საკვები პროდუქცია შეიცავს ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმმჟავას კანისა და ბეწვის ზრუნვისთვის.

იზრუნეთ მის იმუნურ სისტემაზე
ადამიანების მსგავსად, ძაღლის იმუნურ სისტემაზეც მოქმედებს ზამთრის ცივი დღეები. თქვენი ოთხფეხას იმუნური სისტემა შეგიძლიათ გააძლიერეთ ანტიოქსიდანტებით. ძაღლის მაღალი ხარისხის საკვებს ჩვეულებრივ კარგი კვებითი შემცველობა აქვს. პატარა ჯიშის ძაღლისთვის ამ მხრივ კარგი არჩევანია ჩეხური წარმოშობის - ფიტმინი Mini Maintanance.

შეცვალეთ საკვები ეტაპობრივად
თუკი ზამთარში თქვენი ოთხფეხას საკვების შეცვლას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ ახალმა საკვებმა შეიძლება დიარეა ან ღებინება გამოიწვიოს. ასეთი შემთხვევის თავიდან ასაცილებლად, ცვლილება უნდა მოახდინოთ ეტაპობრივად. პირველი რამდენიმე დღე შეგიძლიათ, ახალი საკვები შეურიოთ ძველს 50/50-ზე წესით. შემდეგ კი ნელ-ნელა გაზარდეთ ახალი საკვების დოზა და შეამცირეთ ძველი საკვების დოზა. ეს პროცესი გააგრძელეთ 7-10 დღემდე, რომ ძაღლის ორგანიზმა ახალ საკვებთან ადაპტაცია მოახდინოს.


ერთი სიტყვით, იმ კალორიების ოდენობა, რასაც ზამთარში თქვენი ძაღლი მოიხმარს, სრულიად თქვენს ძაღლზეა დამოკიდებული. ზოგიერთ ძაღლს შეიძლება ზამთარში უფრო მეტი კალორია დასჭირდეს, რომ ზამთრის სიცივესთან საბრძოლველად საჭირო ზედმეტი ენერგია მიიღოს. მათ კი, რომლებიც ნაკლებად აქტიურები ხდებიან, ნაკლები კალორიული საკვები ესაჭიროებათ, რათა წონაში არ მოიმატონ. ყურადღება მიაქციეთ ძაღლის ფიზიკური აქტიურობის დონეს და შესაბამისი ოდენობის კალორიაზე ამყოფეთ იგი. გახსოვდეთ, რომ ზამთრის ცივ დღეებში მაღალი ხარისხის, სრული საკვები, თქვენს ძაღლს დაეხმარება ჯანმრთელი ტყავისა და ზომიერი ენერგიის შენარჩუნებაში. და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ, რომ ძაღლებმა შესაძლოა ზამთარშიც ისევე სწრაფად განიცადონ დეჰიდრაცია, როგორც ზაფხულში. ამიტომაც დარწმუნდით, რომ თქვენს ოთხფეხას სულ აქვს წვდომა წყალთან.


სპეციალურად ZooClub.ge-სთვის ეკა მეგრელიშვილი



კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?