ბეწვის ცვენა ძაღლებში
ბეწვის ცვენა ძაღლებში
ჩვენ ძაღლის ბეწვის მდგომარეობაზე მხოლოდ გარეგანი შესახედაობიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ , მაგრამ ზუსტი დიაგნოზის დასმა და მკურნალობის დანიშვნა მხოლოდ ექიმ ვეტერინარს შეუძლია.


ძაღლების ჭარბი ბეწვის ცვენის მკურნალობა

ცხოველის ბეწვი განუყრელი ატრიბუტია. მაგრამ არსებობს მრავალი დაავადება, რომელიც ბეწვის ცვენას იწვევს და მკურნალობა ყოველთვის იწყება გამომწვევი მიზიზის დადგენის, დიაგნოზის დასმის შემდეგ. ზოგიერთ ცხოველს გაზაფხულის ბეწვის ცვენისას გვერდებზე ბეწვი ძალიან უთხელდება, რაზეც მათ პატრონს პანიკა ეწყება. ასეთი სახის ცვენის მკურნალობა არ არსებობს. გაძლიერებული ცვენის პრობლემა ვიტამინების ნაკლებობითაა გამოწვეული. გადაავლეთ თვალი მის საკვებ რაციონს,
ჩაურთეთ ბეწვისთვის აუცილებელი ვიტამინები (რომელიც გოგირდს შეიცავს), ზღვის წყალმცენარეები.


ჰორმონალური დარღვევა

ასაკთნ ერთად ძაღლს შეიძლება
გაუუარესდეს ბეწვის ხარისხი, ის შეიძლება ძალიან შეუთხელდეს, ან მთლიანადაც გასცვივდეს. ასეთი ცვლილებები ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევით გამოწვეული ჰორმონალური დისბალანსის გამო ხდება. იმისთვის, რომ ძაღლის ასაკობრივი ცვენის მკურნალობა ეფექტური იყოს, აუცილებელი იქნება ექიმ ენდოკრინოლოგთან სრული გამოკვლევის ჩატარება.


ალოპეცია Х (ბეწვის ცვენა, რომლის მიზეზიც ზუსტად არ არის დადგენილი)

ძაღლის ზოგ ჯიშს შეიძლება გენეტიკური დეფექტი გააჩნდეს, რაც ბეწვის ცვენას იწვევს. ეს ჯიშებია ჯუჯა პინჩერი, ჩიხუახუა, გრეიხაუნდი, დობერმანი, ჰასკი, მალამუტი, ბოქსიორი, სტაფორდული ტერიერი, პომერანული შპიცი, კესჰონდი, სამოედი, მუდელი, ჩაუ ჩაუ და ინგლისური ბულდოგი.

შთამომავლობით გადმოცემული ბეწვის ცვენის დროს ბეწვი სიმეტრიულად ცვივა გვერდებზე და ტანზე, ხოლო თავზე და თათებზე ჩვეულებრივად რჩება. ამასთან, ცხოველები არ განიცდიან დისკომფორტს.

არც თუ იშვიათად ბეწვგაცვენილი კანი შავ ფერს იღებს. ძაღლებში გენეტიკური მიზეზით გამოწვეული ბეწვის ცვენის სამკურნალო საშუალება ჯერ არაა ნაპოვნი. ზოგ შემთხვევაში ჰორმონალური თერაპია შველის. ჰორმონალური და გენეტიკური ალოპეცია არ იწვევს ძაღლებში ქავილს, შფოთს, კანის ანთებით პროცესს, ბეწვგაცვენილი ადგილები სხეულზე სიმეტრიულადაა განლაგებული. თუ ბეწვის ცვენა ხდება ადგილადგილ, რასაც ძაღლი იფხანს - სჭიროა ცხოველის გამოკვლევა.


ალერგია

ძაღლს ბეწვი შეიძლება რაიმე ნივთიერებაზე ალერგიის გამო გასცვივდეს. ეს შეიძლება იყოს საყოფაცხოვრებო ქიმია, ნავთობპროტუქტები, რწყილების საწინააღმდეგო საშუალება (წვეთები, ან საყელურები). კონტაქტურ დერმატიტს თან ახლავს ძლიერი ქავილი, ხან სურდო, ცრემლდენა, ასევე ყურების ანთება და ქავილი.

რა გავაკეთოთ ასეთ შემთხვევაში? საჭიროა მოვარიდოთ ჩვენი ბინადარი ალერგიის გამომწვევს, თუ ნივთიერება შეიძლება დარჩენილიყო ბეწვზე დავბანოთ ის საპნით და მივცეთ ანტიგისტამინური პრეპარატი. კონტაქტური დერმატიტის ადგილას ბეწვის ცვენის მკურნალობა არაა საჭირო, ხშირ შემთხვევაში ბეწვი თავად ამოდის. რწყილების კბენისგან გამოწვეული ალერგიის დამახასიათებელი ნიშანია _ ბეწვის გაცვენა ხერხემალზე და კუდუსუნზე. დაამუშავეთ ის რწყილებზე. დროთა განმავლობაში ბეწვი კვლავ ამოვა.


კანის პარაზიტული დაავადებები

ერთ-ერთი პარაზიტი, კანქვეშა ტკიპა დემოდექსი ასევე იწვევს ბეწვის ცვენას. პარაზიტების ნაკბენი ძაღლებში ძლიერ ქავილს იწვევს. ცხოველს ცუდად სძინავს, იფხანს კანს, ჭრილობების ანთებითი პროცესები მიმდიანრეობს. მსგავსი სიმპტომების გამოვლენის დროს მიმართეთ ექიმს რაც შეიძლება ჩქარა. პარაზიტი გადამდებია ადამიანზე და სპეციფიური პრეპარატებით მკურნალობას საჭიროებს.


კანის ინფექციური დაავადებები

დაბალი იმუნიტეტის მქონე ძაღლებში ბეწვის ცვენის კერებს არც თუ იშვიათათ ბაქტერიული, ან სოკოვანი ინფექცია იწვწვს. ბეწვი როგორც წესია, სცვივათ ბღუჯა-ბღუჯა. ბეწგაცვენილი ადგილების ანთებითი პროცესი იწყება, იფარება გამაგრებული კანით. ძლიერი ქავილი ცხოველს მოსვენებას არ აძლევს. კანის ბაქტერიული ანთებითი პროცესის მკურნალობა საჭიროა ანტიბიოტიკენით, დიდხანს და მკაცრად. სოკოვანი დაავადებები უფრო ცობილია, როგორც მკრეჭელი სირსველი, ის ასევე ექვემდებარება მკურნალობას. მაგრამ ძლიერი დაზიანების შემთხვევაში ბეწვი შეიძლება არ აღდგეს. რაც უფრო ადრე მიაქცევთ ყურადღებას და კლინიკას მიმართავთ, მით მეტი წარმატებით წარიმართება მკურნალობა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?