კორ­გი კარ­დი­გა­ნი
კორ­გი კარ­დი­გა­ნი
მარ­თა­ლი­ა, კარ­დი­გან­მა ისე­თი აღი­ა­რე­ბა ვერ მო­ი­პო­ვა, რო­გო­რიც პემ­ბროკ­მა (იხ. გვ. 208-209), მაგ­რამ ის მა­ინც ძალ­ზე უყ­ვართ უელ­სში, სა­დაც საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ა . ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ კარ­დი­გა­ნი უელ­სში სკან­დი­ნა­ვი­ი­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ უბად­ლო მწყემ­სად მა­ინც უელ­სის ლან­დშაფ­ტებ­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და. რო­დე­საც ნა­ხირს მი­ე­რე­კე­ბა, ეს ძაღ­ლი მსხვილ­ფე­ხა სა­ქო­ნელს ფე­ხებ­ში ჰკბენს, მე­რე კი უკან იხევს, რომ წიხ­ლი არ მოხ­ვდეს. გო­ნი­ე­რი და ად­ვი­ლად გა­საწ­ვრთნე­ლი კარ­დი­გა­ნე­ბი მორ­ჩი­ლი და შრო­მის­მოყ­ვა­რე ძაღ­ლე­ბი არი­ან. პემ­ბრო­კე­ბის მსგავ­სად, მა­თაც უნ­და მო­აშ­ლე­ვი­ნოთ კბე­ნა, რად­გან სწო­რედ ამ ჩვე­ვის გა­მო ბავ­შვე­ბი­ა­ნი ოჯა­ხე­ბის­თვის შე­უ­ფე­რე­ბლ­ები არი­ან. კარ­დი­გა­ნე­ბი უცხო ადა­მი­ა­ნებს არ
ენ­დო­ბი­ან, ამი­ტომ მათ­გან კარ­გი მო­და­რა­ჯე ძაღ­ლე­ბი გა­მო­დი­ან.

კარ­დი­გა­ნი იდე­ა­ლუ­რი კომ­პა­ნი­ო­ნი­ა, უყ­ვარს თა­ვის ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნებ­თან ყოფ­ნა;
ერთ­გუ­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე და მშვი­დი ძაღ­ლი­ა. და­იწყ­ეთ მი­სი წვრთნა ლეკ­ვო­ბი­დან­ვე –
ძაღ­ლს ასე უფ­რო და­უ­ახ­ლოვ­დე­ბით.

Zooclub

მონაცემები:
წარმოშობა - სკანდინავია
მთავ. დანიშნ - საქონლის მწყემსვა
ტემპერამენტი - ფხიზელი, გონიერი
სიც. ხანგრძლივობა - 12-15 წელი
მოვლა - რეგულარული ვერცხნა
ვარჯიში - რეგულარული მსუბუქი
მოდარაჯე - ძალიან კარგი

ხვადი
25-33 სმ
11-14 კგ
ძუ
25-33 სმ
11-14 კგ


კუ­დი
და­წე­უ­ლი, გრძე­ლი, უხვად შე­მო­სი­ლი თმით.

ბეწ­ვი
ხე­შე­ში და წყალ­გამ­ძლე; ნე­ბის­მი­ე­რი შეფერილობის, გარ­და ქათ­ქა­თა თეთ­რი­სა.

სა­ხე
მე­ლი­ის მსგავ­სი, ფხი­ზე­ლი და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით.

თათები
შე­და­რე­ბით დი­დი და მრგვა­ლი, დი­დი ბა­ლი­შე­ბით.

ფე­ხე­ბი
წი­ნაც და უკა­ნა ფე­ხე­ბიც აქვს მოკ­ლე, და­კუნ­თუ­ლი და გა­მოკ­ვე­თი­ლი ძვლე­ბით.

თვა­ლე­ბი
მუ­ქი თვა­ლე­ბი ეხა­მე­ბა ბეწ­ვის ფერს. მარმარილოსფერ ფორმებს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეთ ცის­ფე­რი ან სხვადასხვა ფერის – ცისფერი და მუქი თვალები.

ცხვი­რი

შა­ვი და ფარ­თოდ გან­ლა­გე­ბუ­ლი ნეს­ტო­ე­ბით.

ტა­ნი

დაბ­ლა და­წე­უ­ლი, ზო­მი­ე­რად გრძე­ლი, და­კუნ­თუ­ლი კის­რი­თა და დი­დი გულ­მკერ­დით.


Zooclub

ოდ­ნავ გრძე­ლი ტა­ნი აქვს, ვიდ­რე პემ­ბროკს და მის­გან ასე­ვე გან­სხვავ­დე­ბა უფ­რო დი­დი, ფარ­თო ყუ­რე­ბი­თა და გრძე­ლი, სქე­ლი კუ­დით. ბეწ­ვი სცვი­ვა წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ, მი­სი უხე­ში, სა­შუ­ა­ლო სიგ­რძის წყალ­გამ­ძლე ბეწ­ვი ად­ვი­ლად მო­სავ­ლე­ლია _ საკ­მა­რი­სია ჯაგ­რი­სით ვარ­ცხნა. აბა­ნა­ვეთ მხო­ლოდ აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში. კარ­დი­გა­ნე­ბი რე­გუ­ლა­რუ­ლად უნ­და ავარ­ჯი­შოთ და ზედ­მე­ტი საკ­ვე­ბი არ მის­ცეთ, თო­რემ გა­სუქ­დე­ბი­ან და გა­ზარ­მაც­დე­ბი­ან.


რჩევა:
იდე­ა­ლუ­რია ბი­ნა­ში საცხ­ოვ­რებ­ლად, მაგ­რამ სჭირ­დე­ბა ბევ­რი ვარ­ჯი­ში.
ზოგჯერ აღენიშნება ხერ­ხემ­ლის პრობ­ლე­მე­ბი და მემკვიდრული თვა­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?